18 დეკემბერი დილიდან
დღეს 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო მოქალაქეები მთელი ქალაქის მასშტაბით წარწერის – “ამ ცხოვრების დედაც” სტენსილებს გააკეთებენ.
სწორედ ეს წარწერა დატოვა 15 წლის მოსწავლემ სკოლის კედლებზე. ბიჭი, რომელიც დაკითხვის შემდეგ კორპუსიდან გადმოხტა, გუშინ, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. მას გული გაუჩერდა.
ამერიკელი მომღერალი ლენი კრავიცი 31 მაისს თბილისში კონცერტს გამართავს
მუსიკალური შოუ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. პოპულარული მუსიკოსი თბილისს მსოფლიო ტურნეს – Here To Love-ის ფარგლებში ეწვევა. ევროპის მასშტაბით გამართულ ტურში საქართველო პირველი ქვეყანა იქნება. კონცერტის ორგანიზატორი საქართველოს ბანკი და SOLO-ა, ამიტომ ბილეთების შეძენისას პრიორიტეტი სერვისის მფლობელებს ენიჭებათ. ბილეთების გაყიდვა SOLO CLUB/WM-ის მომხმარებლებისთვის 18 დეკემბერს, დილის 10 საათიდან TKT.GE-ზე დაიწყება. ხოლო 20-25 დეკემბერს ბილეთებს SOLO CLUB / SOLO / SOLO FAMILY/WM-ის მომხმარებლები შეიძენენ.
წყარო: http://www.lennykravitz.com/?
მერაია ქერის საშობაო ჰიტმა „All I Want For Christmas is You“ ამერიკული ჩარტი პირველად დაიპყრო
გამოცემის ინფორმაციით, ეს სიმღერის გამოსვლიდან 25 წელიწადში მოხდა. 1994 წელს ქერიმ სიმღერა EP-ს ფორმატში გამოუშვა, ანუ ჩანაწერზე მის გარდა კიდევ რამდენიმე კომპოზიცია იყო. შესაბამისად, „All I Want For Christmas is You“-ის Billboard’s Hot 100-ში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა.
წესების შეცვლის შემდეგ სიმღერა ჩარტში 2000 წელს მოხვდა. სიმღერის პოპულარობა 2003 წელს გაიზარდა, როცა ის ფილმის – „Love Actually“-ის საუნდტრეკში მოხვდა. კომპოზიციის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად ქერიმ სიმღერაზე ახალი ვიდეორგოლი გადაიღო და სინგლის სახით პირველად გამოსცა.
წყარო: https://www.bbc.com
App Annie-მ ათწლეულის ყველაზე პოპულარული აპლიკაციები და თამაშები დაასახელა
ყველაზე მეტად ჩამოტვირთული აპლიკაციების სიის ლიდერები Facebook, Facebook Messenger და WhatsApp გახდნენ. ხუთეულში ასევე მოხვდა Instagram და Snapchat. ათწლეულის ყველაზე პოპულარული თამაში კი Subway Surfers გახდა, რომელიც დანიურმა კომპანია Kiloo-მ გამოუშვა. მეორე ადგილზეა Candy Crush Saga, მესამე ადგილს კი Temple Run 2 იკავებს. ტოპ ხუთეულში მოხვდა My Talking Tom და Clash of Clans, Pou.
წყარო: https://www.appannie.com/
ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Queen-ის საშობაო სიმღერის – “Thank God It’s Christmas”-ის ანიმაციური კლიპი გავრცელდა.
ვიდეორგოლის შექმნაში თავად ბენდის წევრები, ბრაიან მეი და როჯერ ტეილორი მონაწილეობდნენ. ტრეკი კოლექტივმა სინგლის სახით 1984 წელს გამოსცა.
ვიდეო: https://www.youtube.com/