fbpx

16 მიზეზი – რატომ არის წყალი მნიშვნელოვანი


გააზიარე სტატია

ჩვენ გვსმენია, რომ წყალი აუცილებელია ორგანიზმისთვის, მაგრამ რატომ?

ეს ნივთიერება ჩვენი სხეულის უმეტეს ნაწილს შეადგენს და მასზე დამოკიდებულია ბევრი რამ:

  • გამოფიტული სხეულის წყლის მარაგით შევსება
  • სხეულის ტემპერატურის რეგულირება
  • ტვინის ფუნქციონირება

წაიკითხეთ,. როგორ აუმჯობესებს წყალი ორგანიზმის  მდგომარეობას.

1. ის ეხმარება ნერწყვის წარმოქმნას

წყალი არის ნერწყვის ძირითადი შემადგენელი კომპონენტი. ნერწყვი, ასევე,  შეიცავს ელექტროლიტებს, ფერმენტებს და ლორწოს. ის აუცილებელია მყარი საკვების გადამუშავებისა და პირის ღრუს სიჯანსაღისთვის.
ორგანიზმი ნერწყვს  ჩვეულებრივ გამოყოფს  წყლის რეგულარული მიღებისას. ასაკის მატებასთან ერთად, ნერწყვის მარაგმა შესაძლოა იკლოს და ადამიანს დაეწყოს პირის სიმშრალე.
თუ თქვენ წყალს მიირთმევთ და  პირის ღრუ ჩვეულებრივთან შედარებით მაინც მშრალი გაქვთ, მიმართეთ ექიმს.


2. ის არეგულირებს სხეულის ტემპერატურას

ჰიდრატაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სხეულის ტემპერატურისთვის. სხეული წყალს კარგავს ფიზიკური აქტივობისას და ცხელ გარემოში.

ოფლი ეხმარება სხეულს გაგრილებაში, მაგრამ ორგანიზმის  ტემპერატურა მოიმატებს, თუკი არ აღადგენთ დაკარგული წყლის მარაგს. ასე იმიტომ ხდება, რომ დეჰიდრატაციისას სხეული კარგავს ელექტროლიტებსა და კალცედონს.

თუ თქვენ ჩვეულებრივზე მეტად ოფლიანობთ,  წყალი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ დეჰიდრატაცია.


3. ის იცავს თქვენს ქსოვილებს, ხერხემალსა და სახსრებს

წყლის მიღება ეხმარება  ქსოვილებს, ხერხემალსა და სახსრებს. წყლის დახმარებით შეუზღუდავად შეძლებ შეასრულო ფიზიკური აქტივობები და არ გეშინოდეს ართრიტის.


4. უზრუნველყოფს ტოქსინების გამოყოფას ოფლის, შარდისა და დეფეკაციის გზით

ჩვენს ორგანიზმს სჭირდება წყალი, რათა  გამოყოს ოფლი, შარდი და აგრეთვე დაეხმაროს საკვებს ნაწლავებში გადაადგილებაში.
ოფლის გამოყოფა არეგულირებს სხეულის ტემპერატურას, მაშინაც კი, როცა  ვარჯიშობთ. ამიტომაც თქვენს ორგანიზმს ესაჭიროება ადეკვატური რაოდენობით სითხის მიღება, იმისათვის რომ შეივსოს წყლის დანაკარგი. 

წყლის მიღება ასევე აუცილებელია საკვების  მონელებისთვის, რომ თავიდან აირიდოთ ყაბზობა.

თირკმლებიც აგრეთვე უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოყოფაში შარდის წარმოქმნის გზით. წყალი ეხმარება თირკმელებს ეფექტურად მუშაობაში და ხელს უშლის  კენჭების წარმოქმნას.

5. მაქსიმალურად ზრდის ფიზიკური აქტივობის შესაძლებლობას
წყლის მიღება ფიზიკური აქტივობისას  აუცილებელია. ათლეტმა შეიძლება დაკარგოს თავისი სხეულის წონის ექვსიდან ათ პროცენტამდე ფიზიკური აქტივობისას.
წყალი ასევე გავლენას ახდენს თქვენს სიმტკიცეზე, ძალასა და გამძლეობაზე.
შესაძლოა, თქვენ უკვე გამოცდილი გაქვთ წყლის ეფექტი, თუ გიწევდათ რთული  ვარჯიშების შესრულება ან ინტენსიურად იყავით დაკავებული სპორტით, როგორიცაა, მაგალითად,  კალათბურთი.
ნეგატიური ეფექტი შეიძლება ჰქონდეს სიცხეში ვარჯიშისს წყლის გარეშე. ამან შეიძლება გამოიწვიოს   სისხლის წნევის დაქვეითება, უკიდურესმა დეჰიდრატაციამ სიკვდილიც კი.

6. თავიდან აგარიდებთ ყაბზობას
ბოჭკოვანი საკვების მირთმევა არ არის ის ერთადერთი გზა, რომელიც თავიდან აგვარიდებს ყაბზობას. ასევე მნიშვნელოვანია  წყლის მიღება. ამიტომ თქვენს ნაწლავების მეტი წყალი სჭირდება.
თუ თქვენ უკვე გაწუხებთ ყაბზობა,  კარბონატებით მდიდარი წყლის დალევამ, ისევე როგორც სუფთა წყალმა, შესაძლოა  შეამსუბუქოს არასასურველი სიმპტომები.

7. ის ეხმარება საჭმლის მონელებას
ექსპერტები ამტკიცებენ, რომ წყლის დალევა ჭამამდე, ჭამის დროს და შემდეგ ეხმარება ორგანიზმს საჭმლის გადამუშავებაში. ეს დაგეხმარებათ საჭმლის ეფექტურად მონელებაში.


8. ეხმარება საკვების შეწოვას
ამასთან, საკვების გადამუშავებისას, წყალი მონაწილეობს ვიტამინების, მინერალების და სხვა ნუტრიენტების დაშლაში, შემდეგ კი აგზავნის ვიტამინებს მთელ სხეულში.

9. ეხმარება წონის კლებას
კვლევებმა აჩვენა, რომ  წონის კლება დაკავშირებულია წყლის სმასთან.  წყლის დალევა ვარჯიშისა და დიეტის პარალელურად შესაძლოა დაგეხმაროთ ზედმეტი კილოგრამების დაკლებაში.

10. აუმჯობესებს ჟანგბადით გამდიდრებული სისხლის მიწოდებას
წყალი აწოდებს ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს ჩვენს სხეულს.  აუმჯობესებს ცირკულაციას და პოზიტიურ გავლენას ახდენს თქვენს ჯანმრთელობაზე.

11. გვეხმარება დაავადებასთან გამკლავებაში
წყლის საკმარისი რაოდენობით სმამ შეიძლება თავიდან აგვარიდოს: 

  • ყაბზობა
  • თირკმლებში ქვები
  • დატვირთვით გამოწვეული ასთმა
  • საშარდე ტრაქტის ინფექცია
  • ჰიპერტენზია

წყალი, ასევე გეხმარებათ საკვებიდან მნიშვნელოვანი ვიტამინების,   მინერალებისა და ნუტრიენტების შეწოვაში, რაც ზრდის თქვენი ჯანმრთელობის შანსს.

12. ეხმარება ენერგიას სტიმულირებაში
წყლის სმა  ააქტიურებს მეტაბოლიზმს.
ერთ-ერთმა კვლევამ ცხადყო, რომ 5000 მილილიტრი წყლის დალევამ განაპირობა მეტაბოლიზმის მაჩვენებლის სტიმულირება 30 პროცენტით როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში.  ეფექტი ვლინდება დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში.

13. აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციას
კვლევის მიხედვით,  წყლის არასაკმარისმა დოზამ  შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოხდინოს ფოკუსირებაზე, სიფხიზლესა და  მეხსიერებაზე.

14. ეხმარება ხასიათის გაუმჯობესებას
დეჰიდრატაციამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლა და შფოთვა.

15. განაპირობებს კანის სიჯანსაღეს
ადეკვატური რაოდენობით წყლის მიღება ეხმარება თქვენს კანს კოლაგენის წარმოქმნაში. მიუხედავად ამისა, მხოლოდ წყლის მიღება არ არის საკმარისი, რომ თავიდან ავირიდოთ დაბერების   პროცესი. ეს დაკავშირებულია გენეტიკაზე და საერთოდ მზისგან დაცვაზეც.

16.თავიდან აგვარიდებს დეჰიდრატაციას
იქიდან გამომდინარე, რომ წყალი მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის, დეჰიდრატაციამ შეიძლება გამოიწვიოს გართულება, მაგალითად:

  • თავის ტვინის შეშუპება
  • თირკმლების დაზიანება


17. რა რაოდენობით უნდა მივიღოთ წყალი?
ადამიანთა უმეტესობა წყალს  მაშინ სვამს, როცა სწყურიათ. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ  აუცილებელია:
დაახლოებით დღეში 15.5 ჭიქა წყალი , მამაკაცებისთვის.
11.5 ჭიქა –  ქალებისთვის.

დღიური წყლის 20 პროცენტს ადამიანები იღებენ საკვებიდან. დანარჩენი დამოკიდებულია წყლის სმასა და წყლის შემცველ სასმელებზე. ასე რომ, საუკეთესო შემთხვევაში, მამაკაცებმა უნდა დალიონ  სამი ლიტრი წყალი, ქალებმა კი – 2.12 ლიტრი.

წყურვილის შეგრძნება და შარდის ფერი იძლევა შესაძლებლობას, რომ განსაზღვრო ჰიდრატაციის დონე. წყურვილის შეგრძნება ნიშნავს, რომ თქვენი სხეული არ იღებს ადეკვატური რაოდენობის წყალს.  შარდი, რომელიც არის მუქი ან შეფერილი, დეჰიდრატაციის მაჩვენებელია. ღია ფერის ან გამჭვირვალე შარდი მიუთითებს იმაზე, რომ წყალს შესაბამისი რაოდენობით სვამთ.
 
ყველაზე მნიშვნელოვანი
წყალი მნიშვნელოვანია სხეულის თითქმის ყველა ნაწილისთვის. ის, ყოველდღიურად  გააუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.