fbpx

ვინსენტ ვან გოგის ცხოვრება ირანელმა კარიკატურისტმა კომიქსების სერიად აქცია


გააზიარე სტატია

ირანელმა კარიკატურისტმა ალირეზა კარიმიმ კომიქსების ახალი სერია შექმნა, რომელიც ვინსენტ ვან გოგს მიუძღვნა. მისი ფერადი ილუსტრაციები მოგვითხრობს მხატვრის რთულ ცხოვრებასა და იმ ნამუშევრებზე, რომლებიც მან ხანმოკლე კარიერის განმავლობაში შექმნა.


მზესუმზირებში ველოსიპედით სიარულიდან დაწყებული, ღამის ცის დაკვირვებით დამთავრებული, ალირეზამ შექმნა ილუსტრაციები, რომლებშიც ვან გოგი ბუნების შეცნობის პროცესითაა დაკავებული. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კარიკატურისტმა შეინარჩუნა ვინსენტის სტილი და გამოიყენა “ვარსკვლავებიანი ღამის” თემატიკა – როგორც ცნობილია, ეს ნამუშევარი მხატვარმა მზის ამოსვლამდე, საკუთარ პატარა ოთახში დახატა. 

ალირეზას კომიქსები ესთეტიკურად მხიარულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ვან გოგის ბნელ მხარეს თავს არიდებს. ზოგიერთი ნამუშევარი ასახავს მხატვრის ბრძოლას   ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან.  

ილუსტრაციებში ჩანს ვინსენტი, რომელიც საკუთარ მოჭრილ ყურს ყვავს აჭმევს, ასევე ერთ-ერთ სცენაში ასახულია მისი სუიციდის მცდელობაც. მიუხედავად სხვადასხვა სიტუაციებისა, თითოეული ნამუშევარი ვან გოგის ცხოვრებას საკმაოდ მკაფიოდ და ანიმაციური სტილით წარმოგვიდგენს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.