fbpx

#გაანებივრე – საახალწლო კამპანია კონსიერჟ თბილისისგან


გააზიარე სტატია

გაციფრულებულ სამყაროში ნატვრები და სურვილები მაინც წერილებზე იწერება. მთებიდან ჩამოსულ თოვლის ბაბუს თუ ლაპლანდიიდან მარხილით მომავალ სანტას დღესაც ფურცელზე დაწერილი ნატვრებით ვაგებინებთ ჩვენს სურვილებს. უწინ ბოთლში დებდნენ წერილს და ბედისანაბარა ტოვებდნენ ოკეანეში საკუთარ ოცნებებს.

2019 წელს ბოთლში ჩადებული წერილები, თქვენ წარმოიდგინეთ და, მართლა ახდება, რადგან საჩუქრებს „კონსიერჟ თბილისი“ აგზავნის.

ის კომპანიები, რომლებიც სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში მაღალი ხარისხის მომსახურებას ერთგულად ავითარებენ და ქვეყანაში გარკვეულ სტანდარტებს ამკვიდრებენ, სიამოვნებით ჩაერთნენ კონსიერჟ თბილისის კამპანიაში და გადაწყვიტეს კონსიერჟის წევრები საკუთარი მომსახურებით გაანებივრონ. კომპანია კი მათ 1-წლიანი საკონსიერჟო მომსახურების ბარათს გადასცემს.

 

საჩუქრები ასე გამოიყურება:

  1. განსაკუთრებულ რესტორნებში ორ კაციანი ვახშამი
  2. საქართველოს მასშტაბით გამორჩეულ სასტუმროებში დასვენების შესაძლებლობა
  3. გემრიელობების დაგემოვნების საშუალება

თუმცა ეს ყველაფერი არ არის. 2020 წელს „კონსიერჟ თბილისის “ გუნდი მოგიგვარებთ ყოველდღიურ საზრუნავს და დაგიზოგავთ ძვირფას დროს. „კონსიერჟ თბილისის „საწევრო პაკეტის მიღებისას ადრესატები ავტომატურად ჩაერთვებიან ქველმოქმედებაში. წელს კომპანია მათ სოციალურ პასუხისმგებლობაზეც იზრუნებს და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების დასახმარებლად ყოველთვიურ შენატანს „დედების ფონდში“ გააკეთებს.

4,470 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.