fbpx

Bold by Veuve Clicquot-ის ჯილდოს მფლობელი 2019 წელს საქართველოში ქეთი ქვარცხავა გახდა


გააზიარე სტატია

ფრანგული შამპანურის სახლის მიერ დაწესებული პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი 2019 წელს კომპანია BLC Law Office-ის მმართველი პარტნიორი ქეთი ქვარცხავა გახდა. საქართველოში ეს პრესტიჟული ჯილდო წელს მესამედ გაიცა. ქეთი ქვარცხავას გადაეცა სამახსოვრო თასი ინდივიდუალური გრავირებით. იგი ერთი წლის განმავლობაში შეითავსებს კომპანიის ელჩის როლს და მონაწილეობას მიიღებს საქმიანი ქალების ფორუმში საფრანგეთის ქალაქ რეიმსში. კომპანია Veuve Clicquot-ის ვენახებში ვაზის ერთ ძირს ქეთი ქვარცხავას სახელი დაერქმევა.

Photo: GD ALCO

„დიდი მადლობა Veuve Clicquot-ს ასეთი პრიზის დაწესებისთვის. ძალიან სასიხარულოა მისი მიღება, თუმცა გაფიქრებს იმაზეც, რა გაგიკეთებია ცხოვრებაში და ხომ არ შეიძლებოდა, უფრო მეტი გაგეკეთებინა, რამდენად შეგიძლია რაღაცები შეცვალო შენ გარშემო; მოტივაციას გიზრდის, მეტი ძალისხმევა მიმართო, მნიშვნელოვანი როლი შეასრულო როგორც ბიზნესში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ზოგადად“, – ამბობს ქეთი ქვარცხავა. 

„კარგად მოიფიქრეთ ყველაფერი, სწორად დაგეგმეთ და დაიწყეთ,“ – ასე მიმართავს Bold by Veuve Clicquot-ის ჯილდოს მფლობელი იმ ქალებს, რომლებსაც სურთ, საკუთარი საქმე დაიწყონ, ამის უნარი და შესაძლებლობებიც აქვთ, მაგრამ სტერეოტიპების და გარკვეული შიშის გამო მაინც უკან იხევენ.

 

Photo: GD ALCO

წელს პირველად გაიცა Bold Future Award – Veuve Clicquot-ის ჯილდო ახალგაზრდა წარმატებული საქმიანი ქალებისთვის. მისი მფლობელი გახდა „აჭარა ჯგუფში“ შემავალი კომპანია „უდაბნოს“ დირექტორი ნინო კვერნაძე.

 

Photo: GD ALCO

2019 წელს ეროვნულმა ჟიურიმ ფინალში ოთხი ნომინანტი შეარჩია: თინა მამულაშვილი („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ დირექტორი), ნინო კობახიძე („გლობალ ბენეფიტ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი), ქეთი ქვარცხავა (BLC Law Office-ის პარტნიორი), ნონა თორდია („გემუანის“ დამფუძნებელი). 

 

Photo: GD ALCO

Veuve Clicquot Business Woman Award გადაეცემათ გამორჩეულად წარმატებულ საქმიან ქალებს, რომლებიც არიან თავიანთი კომპანიის წამყვანი ძალა, იღებენ თამამ გადაწყვეტილებებს, აქვთ სამეწარმეო სულისკვეთება და მონაწილეობენ სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებში. 

 

Photo: GD ALCO

წლევანდელი ნომინანტები სწორედ ამ კრიტერიუმებით შეარჩია ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: ლევან გიორგაძე, კომპანია „სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი; ზურაბ გელენიძე, GIG-ს ფინანსური დირექტორი; იოულია სოტიე, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ბიზნესატაშე და თინათინ რუხაძე, ACT Global-ის გენერალური დირექტორი და „Veuve Clicquot საქმიანი ქალის ჯილდოს“ 2018 წლის გამარჯვებული.

 

თინა მამულაშვილი, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი: „ჩემი მოტივაცია, რასაც ვაკეთებ და რასაც შეგნებული ცხოვრება მივუძღვენი, ისაა, რომ ახალ თაობას შევაყვაროთ კითხვა და მსოფლიოში პოპულარული საგანმანათლებლო თუ ლიტერატურული სიახლეები მათთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. ჩვენი ბიზნესი სპეციფიკურია – ამ საქმეში მთავარია ძალიან დიდი სიყვარული, პასუხისმგებლობის გრძნობა, განათლება, პროფესიონალიზმი… და ინტუიციაც“.

 

ნინო კობახიძე, „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი: „18 წლიდან ძალიან დაკავებული და საქმიანი ქალი ვარ… 3 წარმატებული კომპანია დავაფუძნე. ჩემი მთავარი პრინციპი ასეთია: სწორად შერჩეული თანამშრომლებისა და პარტნიორების გარეშე არცერთი ბიზნესი არ იქნება წარმატებული… არიან ძალიან კრიტიკული ადამიანები, რომლებიც სულ ამბობენ: „ეს არ გამოვა“ – და მერე მათ საპასუხოდ უფრო ვცდილობ, რომ გამომივიდეს!“ 

 

ნონა თორდია, ჯანსაღი საკვების მწარმოებელი კომპანია „გემუანის“ დამფუძნებელი ჰყვება, რომ თავის დროზე, როცა ამ საქმეს იწყებდნენ, რამდენიმე კომპანიას სთხოვეს მათთვის გამოცდილების გაზიარება, თუმცა ყველგან უარი მიიღეს. „დღეს თუ ჩვენ ვინმე გვთხოვს, წარმოება ვაჩვენოთ და ამით დავეხმაროთ, უარს არავის ვეუბნებით, ვიცით, როგორი რთულია ამ საქმის დაწყება… დღევანდელ სამყაროში დროს ფეხი თუ არ აუწყვე, არ განვითარდი, არ ისწავლე, საკუთარ თავზე არ იმუშავე, არაფერი გამოვა. მთავარია, ის საქმე, რომელსაც აკეთებ, სიამოვნებას განიჭებდეს და თავს რეალიზებულად გრძნობდე“, – ამბობს დღეს უკვე წარმატებული კომპანიის დამფუძნებელი ნონა თორდია.

 

Photo: GD ALCO

„Veuve Clicquot საქმიანი ქალის ჯილდო“ 1972 წელს, შამპანურის სახლის დაარსებიდან 200 წლის იუბილეზე, შამპანურის La Grande Dame-ად (ფრ. „დიდი ქალბატონი“) წოდებული მადამ კლიკოს პატივსაცემად დაწესდა. დღეისათვის ამ ჯილდოს მფლობელია 350 ლიდერი ქალი მსოფლიოს 27 ქვეყნიდან, რომლებსაც, მადამ კლიკოს მსგავსად, აქვთ სამეწარმეო ნიჭი და სულისკვეთება, ხასიათის სიმტკიცე და ინოვაციური ხედვა; გამოირჩევიან თამამი გადაწყვეტილებებით, აქვთ უნარი, სიახლე შეიტანონ ინდუსტრიის დაწერილ თუ დაუწერელ კანონებში, დაიცვან და განავითარონ ტრადიციები. 

 

Photo: GD ALCO

საზოგადოების ევოლუციის შესაბამისად, იცვლება და ფართოვდება ცნებების შინაარსი, ბიზნესის სამყაროს საზღვრებს სცდება „წარმატებული ქალის“ ცნებაც, ამიტომაც, კომპანიის გადაწყვეტილებით, 2019 წლიდან ტრადიციული ჯილდო ახალი სახელწოდებით Bold by Veuve Clicquot გაიცემა და იმავე სახელწოდების სამოქმედო პროგრამის ნაწილი ხდება, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მეწარმე ქალების მხარდასაჭერად მრავალფეროვან ღონისძიებებს მოიცავს. 

 

Photo: GD ALCO

Bold Woman Award თამამი იდეებისა და სტერეოტიპების ნგრევისათვის კვლავაც გამოავლენს ქალებს, რომელთა სახელი გამბედაობის სიმბოლოდ იქცა. Bold Woman Award-ის გამარჯვებულები საკუთარი ენერგიითა და გამოცდილებით ბიზნესის სამყაროში ნიჭიერი ქალების არსებობასა და გაძლიერებას უწყობენ ხელს, თავიანთი მაგალითით საკუთარი შესაძლებლობების რწმენას მატებენ ქალებს, რომლებიც რთულ სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობენ.

1772 წელს დაარსებული შამპანურის სახლი Veuve Clicquot 1987 წლიდან LVMH Group-ის შემადგენლობაშია. კომპანიის ვენახები 515 ჰექტარზეა

გადაჭიმული, მარნების სიგრძე 24 კილომეტრს შეადგენს, პროდუქცია კი მსოფლიოს 150 ქვეყანაში იყიდება. საქართველოში Veuve Clicquot-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორია კომპანია „GD ალკო“.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.