20 დეკემბერი დილიდან
გრეტა თუნბერგზე დოკუმენტურ ფილმს იღებენ.
ფილმის რეჟისორი ნეიტან გროსმანი იქნება. დოკუმენტური ფილმი მოგვიყვება გრეტა თუნბერგის ცხოვრების შესახებ, გვიამბობს, როგორ იქცა 16 წლის სკოლის მოსწავლე კლიმატის ცნობილ დამცველად და რა გზა გამოიარა მან. გრეტა თუნბერგი განსაკუთრებით პოპულარულის მას მერე გახდა, რაც UN-ის ერთ-ერთ კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერები კლიმატური ცვლილებებისადმი გულგრილობასა და ყველას მომავლის ნგრევაში დაადანაშაულა. გამოცემამ Times ტუნბერგი 2019 წლის ადამიანად დაასახელა. ასევე თუნბერგმა ჩამოაყალიბა მოძრაობა #fridayforfuture, რომლის მონაწილეები პარასკეობით სკოლას “ცვლილებებისთვის” აცდენენ.
წყარო: https://deadline.com/
მოძრაობა ”ქვეყნის სამსახურში” ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური დახმარების ნომრებს აქვეყნებს
არ ვიცით რა გქვია, რამდენი წლის ხარ და რა გაწუხებს, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ რაც არ უნდა გაცვეთილად ჟღერდეს, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს.
როგორ მძიმედაც არ უნდა გრძნობდე თავს, როგორი გაბრაზებულიც არ უნდა იყო ყველაფერზე და როგორ მობეზრებულიც არ უნდა გქონდეს ეს ცხოვრება – ყველაფერი გაივლის. მარტო არ ხარ, გყავს ოჯახის წევრები, მეგობრები, ნაცნობები ან სულაც, ჩვენ გყავართ, ვისთვისაც შენი ამბავი სულერთი არ არის.
⚠️ თუ სუიციდური აზრები გაწუხებს ან გყავს მეგობარი/ახლობელი, რომელსაც გინდა, ამ მხრივ დაეხმარო, დარეკე:
👉 ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი: 2 200 220 (3025) (უფასო)
👉 მანდატურის სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88 (უფასო)
👉 ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი: 116 111; 2 421 422 (ფასიანი)
ყველაფერი გაივლის, არსებობენ ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან. ამ ცხოვრებას კი, რომელიც ახლა შეიძლება არ მოგწონდეს, აუცილებლად გავხდით უკეთესს შენთან ერთად.
დღეს როგრამის – „შემოქმედებითი თბილისის“ კონკურსში გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.
„შემოქმედებითი თბილისის“ კონკურსში გამარჯვებული პროექტის პრეზენტაციას დედიკას გალერეა წარმოგიდგენთ. შუშის კუბი – ეს არის მოძრავი საგამოფენო სივრცე, რომელიც იწყებს მოგზაურობას სხვადასხვა ხელოვანების ნამუშევრებით ქალაქის ღია სივრცეებში. კუბი აგებულია მეტალის კარკასისა და გამჭვირვალე მასალისაგან, განკუთვნილია როგორც ცალკეული ობიექტების, ისე ინსტალაციების, მულტიმედიური პროექტებისათვის. პროექტის ავტორია დედიკა ბულია. შუშის კუბი წარმოგიდგენთ გიორგი მაღრაძის სინათლის ინსტალაციას, აქვე შესაძლებლობა გექნებათ მოისმინოთ დიმა დადიანის – There is Nothing.
წყარო: https://www.facebook.com/
ქვიარ აქტივისტი გიორგი თაბაგარი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის მომავლის პერსონად დაასახელა.
გიორგი თაბაგარი – “თბილისი პრაიდის” დირექტორი და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის ევროკავშირის პროგრამის ხელმძღვანელი – მომავლის პერსონათა მოწვევის პროგრამის ფარგლებში, ერთკვირიანი სასწავლო პროგრამით ესტუმრება საფრანგეთს. ის 2020 წლისთვის მთელი მსოფლიოდან მოწვეულ 65 პირს შორის მოხვდა და საფრანგეთში ვიზიტისას საშუალება ექნება ისარგებლოს სპეციალური პროგრამით, რომელიც ეხმიანება მის საქმიანობასა და აქტივობებს.
Instagram-ს ახალი ფუნქცია დაემატა.
Layout, რომელიც საშუალებას მოგცემთ “სთორის” ერთ გვერდზე რამდენიმე ფოტო ატვირთოთ. მომხმარებელს შეეძლება, რომ “სთორი” ერთ ფანჯარაში მაქსიმუმ 6 ფოტო განათავსოს. ამ დრომდე მსგავსი ფუნქციისთვის მომხმარებლები სხვადასხვა აპლიკაციებს იყენებდნენ, თუმცა დღეიდან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ როგორც Boomerang-მა (როგორც აპლიკაციამ) დაკარგა აქტუალობა, ისევე მოხდება ამ აპლიკაციების შემთხვევაშიც.
წყარო: https://www.theverge.com/
Imagine Dragons-ის ვოკალისტმა დენ რეინოლდსმა თქვა, რომ დროებით ჯგუფიდან მიდის და მუსიკალურ პაუზას იღებს.
რეინოლდსის თქმით, მას სურს, რომ დრო მამობას დაუთმოს. მომღერალმა ჯგუფი გაურკვეველი ვადით დატოვა, რათა დრო შვილებს – 7 წლის ეროუს, 2 წლის ჯიის და კოკოს და ახალ დაბადებულ ვალენტინას დაუთმოს. “ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში, მთელი 10 წელი დავდიოდით. ამიტომ კოლექტივის ყველა წევრს ისევ სურს განიცადოს, როგორია იყო მამა, მეგობარი, შვილი”, – თქვა მომღერალმა დენ რეინოლდსმა. მუსიკოსს სცენაზე დაბრუნების დრო არ დაუკონკრეტებია.
წყარო: https://edition.cnn.com/
კრისტოფერ ნოლანის ფილმის TENET პირველი ტრეილერი გამოქვეყნდა.
ფილმის სიუჟეტზე თითქმის არაფერია ცნობილი. როგორც ტრეილერიდან ირკვევა, სურათის გმირების დროის მანიპულირებით მესამე მსოფლიო ომის შეჩერებას ცდილობენ. მთავარ როლებს პროექტში ჯონ დევიდ ვაშინგტონი, აარონ ტეილორ-ჯონსონი, რობერტ პატინსონი და კენეტ ბრანა ასრულებენ.
წყარო: https://www.youtube.com/
Economist-მა წლის ქვეყნად უზბეკეთი დაასახელა.
როგორც გამოცემა წერს, ამ ქვეყანაში სიტუაცია პრეზიდენტ შავკატ მირზიევის რეფორმების წყალობით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. Economist-ის დაკვირვებით, მირზიევმა ქვეყნის ეკონომიკის ლიბერალიზაცია „სიამოვნებით განახორციელა“ და პოლიტიკურ რეფორმებზე გადავიდა. „მთავარი პოლიტიკური ცვლილება ისაა, რომ შეხედულებების გამო ადამიანებს ნაკლებად აკავებენ”- წერს ჟურნალი. მათივე ცნობით, ქვეყანა „ნაკლებად დესპოტური“ გახდა: მირზიევმა კოლონია „ჟასლიკი“ დახურა, ქვეყანაში უცხოელი ჟურნალისტები დაუშვა, ასევე ბიზნესზე ზეწოლა და კორუფცია შემცირდა.
Economist წლის ქვეყნად ასევე განიხილავდა ახალ ზელანდიას, ჩრდილოეთ მაკედონიასა და სუდანს. 2018 წელს წლის ქვეყანა სომხეთი გახდა.
წყარო: https://www.economist.com/l