fbpx

რა არის პერსონალური ბრენდინგი და რატომაა ის მნიშვნელოვანი თქვენი წარმატებისთვის?


გააზიარე სტატია



Impact Learning Center-ის კვლევის მიხედვით, ადამიანები 82 %-ით უფრო მეტად ენდობიან კომპანიას, თუ აღმასრულებელი დირექტორი სოციალურ მედიაში აქტიურია, მაგრამ, სტატისტიკურად, მომხმარებლებთან კომუნიკაციისთვის მხოლოდ ხუთიდან ერთი დამფუძნებელი იყენებს სოციალურ ქსელებს.

 

“დაიმახსოვრეთ: პერსონალური ბრენდინგი არის ის, რასაც ხალხი თქვენზე ამბობს, როდესაც ოთახში არ ხართ”.  კრის დუკერი, ანტერპრენერი

 

 

  • პერსონალური ბრენდინგი გაძლევთ თქვენი კაპიტალის ზრდის შესაძლებლობას

 

ბიზნესმენები თქვენს კომპანიაში ინვესტირებას დიდი ალბათობით იმ შემთხვევაში განახორციელებენ, თუ პერსონალური ბრენდინგი გაქვთ, რაც გულისხმობს მომხმარებლების ნდობის მოპოვებას. ეს ყველაფერი ერთ მარტივ ლოგიკაზეა დაუძნებული: კომპანიას უფრო მეტი წარმატების შანსი აქვს იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაამტკიცებთ, რომ თავად შეგიძლიათ პროდუქტის/სერვისის გაყიდვა თქვენს აუდიტორიაზე.

საუკეთესო ინვესტორებთან შეხვედრის შანსი უფრო გეზრდებათ, თუ მათ თქვენს შესახებ სმენიათ, არ აქვს მნიშვნელობა, ეს პრესიდან იქნება თუ სოციალური მედიიდან. მთავარი იდეა არის ის, რომ მათ უნდა შეძლონ თქვენი პოვნა ონლაინ სივრცეში და ამ გზით თქვენზე გარკვეული წარმოდგენის შექმნა.

 

 

  • უფრო მეტი იწერება ადამიანებზე, ვიდრე კომპანიებზე

 

ჟურნალისტებმა კარგად იციან, რა ტიპის სტატია გახდება პოპულარული. თანამედროვე სამყაროში “სთორითელინგი” საკმაოდ დიდ გამოხმაურებას იწვევს, ამის მიზეზი კი ნევროლოგიურია – ადამიანის ტვინი 22-ჯერ უფრო მეტად იმახსოვრებს ისტორიებს, ვიდრე ფაქტებს. მარტივი მაგალითი: სტატია იმის შესახებ, თუ როგორ დააარსეთ თქვენი კომპანია კოლეჯის საერთო საცხოვრებლის ოთახში და რა სირთულეები გადალახეთ ამ პროცესში, უფრო პოპულარული გახდება, ვიდრე სტატია, რომელშიც უბრალოდ თქვენი კომპანიის საქმიანობაზე ჰყვებით. 

 

 

  • პერსონალური ბრენდინგი ბაზარზე თქვენს პროდუქტს გამოარჩევს 

 

კაილი ჯენერის ტუჩსაცხები რამდენიმე წუთში იყიდება, შეფი მარკ უალბერგის ბურგერები სტაბილურად ინარჩუნებს პოპულარობას – ამ ყველაფრის მიზეზი, გარდა სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობებისა, არის ის, რომ მომხმარებლები კონკრეტულად მფლობელების მიმართ გამოხატავენ ნდობას და შესაბამისად,  მათ პროდუქციას ირჩევენ და არა სხვას. 

არა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ აუცილებლად პოპულარული  ადამიანი უნდა იყოთ იმისთვის, რომ პერსონალური ბრენდინგი შექმნათ. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა შექმნათ კონკრეტული პლატფორმა (მაგალითად, სოციალური ქსელი) და სამიზნე აუდიტორიას საინტერესო კონტენტი გაუზიაროთ თქვენს შესახებ.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.