fbpx

ჰიპსტერს ეგონა, რომ ჟურნალმა ჰიპსტერების მსგავსების შესახებ დაბეჭდილ სტატიაში მისი ფოტო გამოიყენა


გააზიარე სტატია

 

ავტორი: Sean Murray

 

აღშფოთებულმა ჰიპსტერმა მისწერა ჟურნალს, წაეშალათ მისი ფოტო, მას შემდეგ, რაც საკუთარი თავი იმ სტატიაში აღმოაჩინა, რომელიც ჰიპსტერების გარეგნულ მსგავსებას ეძღვნებოდა.  აღმოჩნდა, რომ სურათზე სხვა ჰიპსტერი იყო გამოსახული.

მათემატიკოსმა ჯონათან ტუბოლმა გამოიკვლია, თუ რატომ და როგორ ხდება, რომ, საბოლოო ჯამში, ყველა ანტიკონფორმისტი ერთმანეთს ემსგავსება. ამ შინაარსის მასალა ჟურნალ techreview-ში, “ჰიპსტერის ეფექტის” ასახსნელად გამოქვეყნდა. 

ვიზუალური მასალა ფოტოსააგენტოსგან იყიდეს, მასზე გამოსახული იყო სტანდარტული მოჰიპსტერო გარეგნობის ახალგაზრდა კაცი. პუბლიკაციის სათაური (“ყველა ჰიპსტერი ერთნაირად გამოიყურება”), რა თქმა უნდა, გამომწვევი აღმოჩნდა იმ მკითხველისთვის, რომელმაც თავი ფოტოზე გამოსახულ ახალგაზრდასთან გააიგივა. 

ჟურნალისთვის მიწერილ მეილში განმარტა, რომ ამ ფაქტით აღშფოთებული იყო და ფოტოს წაშლას მოითხოვდა. გამოცემის კრეატიულმა დირექტორმა კი ტვიტერზე დაწერა, რომ მხოლოდ მისი სიკვდილის ფასად თუ წაშლიდა ფოტოს, რომელიც მშვენივრად გამოხატავდა ავტორის სათქმელს, თანაც იმ მიზეზით, რომ თურმე ვიღაცას აღიზიანებდა, როცა ჰიპსტერად მოიხსენიებდნენ.

ამის შემდეგ მათ მოკვლევის მიზნით დარეკეს ფოტოსააგენტოში, რათა გაერკვიათ, ვინ იყო ფოტოზე გამოსახული მოდელი. აღმოჩნდა, რომ ის სულ სხვა პირი იყო და არა ის, ვინც აჟიოტაჟი ატეხა. 

ალბათ წარმოგიდგენიათ, როგორი სიამაყით აივსებოდნენ ჰიპსტერების მსგავსებაზე მოღაღადე სტატიის ავტორები, მაშინ როცა ერთმა ჰიპსტერმა მეორისაგან საკუთარი თავიც კი ვერ განასხვავა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.