გამჭვირვალე მეჩეთი – არაჩვეულებრივი სანახაობა მშვენიერი იდეით
გამჭვირვალე მეჩეთი არტპროექტის, Paradise Has Many Gates ნაწილს წარმოადგენს. მეჩეთი, რომლის სილამაზეც გაგაოგნებთ, საუდის არაბეთში შეიქმნა. Ajlan Gharem-ის პროექტი სილამაზის გარდა იმ იდეითაც გამოირჩევა, რომელიც მისი უნიკალური ხელოვნების უკან იმალება.
მეჩეთი ფოლადის, მინისა და ალუმინისგანაა დამზადებული. გამოყენებულია ელექტროგანათებებიც. მასალა, რომელიც არტისტმა გამჭვირვალე მეჩეთის შესაქმნელად შეარჩია, ლტოლვილთა ევროპაში შესვლის შესაჩერებლად და აშშ-ის გუანტანამოს ციხეში გამოიყენებოდა. ეს ის იდეაა, რომელმაც ხალხი შეძრა და ამავე დროს ავტორმა ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის დიდი ქება დაიმსახურა.
მეჩეთი ვანკუვერში, ვანიერის პარკში 2 წლის განმავლობაში იქნება მოთავსებული, რათა ხალხმა მისი დათვალიერება შეძლოს. 2 წლის შემდეგ გამჭვირვალე მეჩეთს ისევ საუდის არაბეთში დააბრუნებენ.
არტისტმა ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის მაღალი შეფასება მიიღო, რადგან მისი იდეა ნამდვილად გამორჩეული და შემოქმედებითია.
ადამიანები, რომლებიც მეჩეთის სანახავად მოვიდნენ, ხელოვანის მიერ გადმოცემული მარტივი მესიჯის ძალით აღფრთოვანდნენ.
მეჩეთის აღქმა, რა თქმა უნდა, სხვადასხვა გზითაა შესაძლებელი – ეს ადამიანის აზროვნებაზეა დამოკიდებული.
თაყვანისცემა ყოველთვის უკავშირდება მშვიდობას. მეჩეთი, რომელიც იმავე მასალითაა შექმნილი, რომელსაც მუსლიმთა შესაჩერებლად და შესავიწროებლად იყენებდნენ, მშვენიერი გზაა იმისთვის, რომ მათი მშვიდობისმოყვარე ბუნება აღიწეროს. არტისტის აზრით, სწორედ ესაა ის, რაც სინამდვილეში უნდა დავინახოთ.