ამოქარგული ტატუ იმაზე უფრო უკეთ გამოიყურება, ვიდრე ჟღერს
გააზიარე სტატია
ერთი შეხედვით, ქარგვა და სვირინგი ერთმანეთისგან განსხვავებული ხელოვნების დარგებია, თუმცა მათ შორის საერთოც არსებობს – ორივეს შესასრულებლად ნემსია საჭირო.
თუმცა ამჯერად მათი ერთმანეთთან კავშირი უფრო შესამჩნევი გახდა.
ქარგვა, რომელიც კლასიკური ხელოვნების ნაწილად მიიჩნევა და თქვენთვის ამ დრომდე ბებიასთან ასოცირდებოდა, ტატუს შეერწყა. შედეგად, შთამბეჭდავი, ფოლკლორული სიუჟეტები მივიღეთ, რაც ერთდროულად ლამაზიცაა და ტრადიციულიც.
ნამუშევრები თვითონვე მეტყველებენ საკუთარ თავზე.
უხვი ტექსტურის დიზაინი კანზე მელნით ამოქარგულს ჰგავს და თითქმის სამგანზომილებიან ეფექტს აღწევს. დიზაინი თანამედროვე ტექნიკითაა შესრულებული.
რას იტყვით?
თქვენ თუ ისურვებდით ამოქარგულ ტატუს?