fbpx

ამსტერდამში სინათლის ყოველწლიური ფესტივალი გაიმართა


გააზიარე სტატია



ავტორი: ჯესიკა სტიუარტი

 

ამსტერდამის ყოველწლიური სინათლის ფესტივალის წყალობით ქალაქის არხები კიდევ ერთხელ  იქცა შთამბეჭდავ სანახაობად. 53 დღის განმავლობაში ადგილობრივ და საერთაშორისო ხელოვანთა ინსტალაციები ქალაქს ფერებისა და სინათლის საგანძურად გადააქცევს. 2019 წლის ფესტივალი ეძღვნება ისეთ თემებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ტექნოლოგია და ომი.

წლის ამ დროს ამსტერდამში 16 საათის განმავლობაში სიბნელეა, რითაც ისარგებლეს და ქალაქის მნიშვნელოვანი ადგილები გაანათეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია Tom Biddulph-ისა და Barbara Ryan-ის ინსტალაცია – “Surface Tension”.  

არხში მანქანის ჩაძირული ფრაგმენტი იმ კატასტროფების ნაცნობ შინაარსს შეგვახსენებს, რომლებიც  ღამის ახალ ამბებში გვესმის ხოლმე. იაპონელი ხელოვანი Masamichi Shimada ასევე თამაშობს წყალზე თავისი „პეპლის ეფექტით“. ამ შემთხვევაში მოფარფატე პეპლები წყლის ზედაპირს ეხებიან, მათი ფრთები კი მუქ ლურჯ ფერში ირევა. ნაჩვენები მოძრაობით, დინამიკური და უზარმაზარი პროპორციებით ხელოვანი ყურადღებას ამახვილებს მათ ძალაზე.

კიდევ ერთი გამორჩეული ნამუშევარია Lambert Kamp-ის  “Order/Disorder”. ეს კინეტიკური ქანდაკება შედგება ცხრა მანათობელი წრისგან, რომლებიც მუდმივად ბრუნავენ ერთმანეთის გარშემო. მათი ჰიპნოზური ბრუნვა ატომის გარშემო მყოფი ელექტრონების მოძრაობას ასახავს და ჩვენი დინამიკური, მუდმივად ცვალებადი სამყაროს მეტაფორას წარმოადგენს. 

ვიზიტორებს ონლაინ რუკის დახმარებით მარტივად შეუძლიათ მონახონ ინსტალაციები და შეიტყონ მეტი შერჩეული აუდიოტურების დახმარებით. მაგრამ, ალბათ, საუკეთესო საშუალებაა,  თუ წლის ტურს აირჩევთ და განათებების ჯადოსნურობას შეიგრძნობთ.

ამსტერდამში ყოველწლიური სინათლის ფესტივალი 2020 წლის 19 იანვრამდე გაგრძელდება.



მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.