fbpx

25 დეკემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

ქართველი ჟურნალისტის, ქეთევან ქარდავას ფოტო დეკადის 100 ფოტოს შორის მოხვდა

 

CNN-მა ბოლო ათწლეულის განმსაზღვრელი 100 საუკეთესო ფოტო შეარჩია. ამ ფოტოებს შორის ქეთევან ქარდავას ფოტოც მოხვდა, რომელიც ჟურნალისტმა 2016 წლის 22 მარტს ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის დროს გადაიღო. 100 ფოტოს შორის მოხვდა ჰაიტიზე მიწისძვრის, აშშ-ის სკოლებში სროლის, არაბული გაზაფხულისა და სხვა მოვლენების ამსახველი კადრები. 

წყარო: https://edition.cnn.com/

 

მერაია ქერი თავისი საშობაო ჰიტის – All I Want for Christmas Is You-ს 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით კიდევ ერთ ვიდეორგოლს ავრცელებს.

კლიპში 50-ზე მეტი ცნობილი ადამიანი მონაწილეობს, მათ შორის არიან მუსიკოსები: არიანა გრანდე, კეტი პერი, ჯენიფერ ჰადსონი, ჯეიმს კორდენი, რუბი როუზი  და სხვები. 

 

 

 

პროტესტის ლექსიკონი – ჟურნალ “ინდიგოს” ახალი მულტიმედია პროექტი პარასკევს, 27 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე გაიმართება ჟურნალ “ინდიგოს” ახალი მულტიმედია პროექტის, “პროტესტის ლექსიკონის” პრეზენტაცია.

Image may contain: one or more people

რა იწერება ქუჩაში? როგორ იცვლება მოთხოვნები? რა რჩება იგივე? რა სიტყვებით დაიწყო და სად ვართ ახლა? რას ვითხოვდით 30 წლის წინ და რას ვითხოვთ დღეს? აქ 100 წინადადებით დაწერილი პროტესტი შეგიძლიათ წაიკითხოთ. ლექსიკონი ბოლო 30 წლის მანძილზე აქციებზე დაწერილი მოთხოვნების ნაკრებია. 100 ლოზუნგი, წინადადება, მოთხოვნა, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა აქციაზე დაიწერა. ამ სიტყვების განმარტება, ამ სიტყვების შედეგი ჩვენი სინამდვილე, ჩვენი ყოველდღიურობაა.

ამ სიტყვებით დაწერილი ისტორია არის თქვენ წინაშე. ქუჩაში დაწერილი ისტორია.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ნინო სურგულაძე თბილისში საქველმოქმედო საღამოს გამართავს

 30 დეკემბერს საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი – „ნატვრის ხე“ თბილისში საქველმოქმედო საღამოს – „სიცოცხლისათვის“ გამართავს. საღამოზე მსოფლიოში აღიარებული მეცოსოპრანო ნინო სურგულაძე წარდგება. მას აკომპანიმენტს გაუწევს პიანისტი და კომპოზიტორი ნიკა ნიკვაშვილი. შემოსული თანხებით ფონდ „ნატვრის ხის“  ბენეფიციარებს დაეხმარებიან, რომელთაც საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროებათ.

 

27-29 დეკემბერს წიგნის საახალწლო ფესტივალი 2019 გაიმართება

No photo description available.

წიგნის მოყვარულებს სამი დღის განმავლობაში საშუალება ექნებათ განსაკუთრებული ფასდაკლებით შეიძინონ ძველი და ახალი გამოცემები, დაესწრონ ახალი წიგნებისა თუ თარგმანების პრეზენტაციებს და მოისმინონ საჯარო ლექციები აქტუალურ თემებთან დაკავშირებით. საახალწლო ფესტივალი პატარებსაც უამრავ ლიტერატურულ თამაშსა და გასართობ შოუპროგრამას სთავაზობს. 

ფესტივალი უკვე მე-6 წელია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება და მისი ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. „ახალი წელი ახალი წიგნებით!“ – ასეთია ფესტივალის სლოგანი, რომლის მიზანია საქართველოში წიგნიერების ხელშეწყობა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. 

ღონისძიება 27 დეკემბერს, 12 საათზე, წლის ბესტსელერი გამოცემების დაჯილდოებით გაიხსნება. წლევანდელი ფესტივალის ფოკუსია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. წელს პირველად ფესტივალის გახსნის დღეს გამოვლინდება და განსაკუთრებული ჯილდო გადაეცემა ლიტერატურის სფეროში მოღვაწე ადამიანს, რომელიც 2019 წელს გამოირჩეოდა იმ აქტივობებით, რომლებიც სიტყვის თავისუფლების გაძლიერებას უწყობდა ხელს.

ფოტო: https://www.facebook.com/

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.