fbpx

გამოიყენეთ თამაშის თეორია მანიპულატორი ბავშვების წინააღმდეგ


გააზიარე სტატია

 

ბავშვები მანიპულაციის ოსტატები არიან. მათ შეუძლიათ, ერთმანეთს წაჰკიდონ უფროსები და სურვილის ასრულების მიზნით, სახალხოდ ღრიალსაც არ ერიდებიან. 

თქვენი, როგორც მშობლების, ამოცანა კი ისაა, რომ გაუმკლავდეთ მათ ასეთ საქციელს. თუ როგორ, ამას მწერალი კევინ ზოლმენი და ჟურნალისტი  პოლ რიბურნი ხსნიან თავიანთ ერთობლივ ნაშრომში  The Game Theorist’s Guide to Parenting

 

აიძულეთ – ითანამშრომლონ

ტყუპების შემთხვევაში, ზოლმენი გვთავაზობს, გამოვიყენოთ ე.წ. დატყვევებულის დილემა. აიძულეთ  ბავშვები, ერთად აკეთონ რაიმე, მაგალითად, აალაგონ დაყრილი სათამაშოები. შემდეგ კი თანაბრად დააჯილდოვეთ ან დასაჯეთ, იმის მიხედვით, თუ როგორ გაართვეს დავალებას თავი, როგორც გუნდის წევრებმა. თუ ერთ-ერთი მათგანი იზარმაცებს, მეორე შემდეგ ჯერზე აღარ მოინდომებს პირველთან ერთად საქმის კეთებას. დროთა განნმავლობაში ისინი მიხვდებიან, რომ უნდა ითანამშრომლონ. 

 

გააკეთებინეთ  რაიმე უპირატესობის სანაცვლოდ

არის რაღაცები, რასაც უბრალოდ ვერ გაყოფთ ორად. მაგალითად,  ვის შეხვდება უფრო დიდი ოთახი ან ვინ დაარქმევს კატას სახელს?.. ასეთი შემთხვევებისთვის, მას, ვისაც უპირატესობა მიენიჭება, დაავალეთ სანაცვლოდ რაიმეს გაკეთება. 

 

რეალურად დაანახვეთ მოსალოდნელი საშიშროება

ხმამაღალი მითითება – ახლავე სახლში დავბრუნდებით! – არასდროს მუშაობს. ასეთ შემთხვევაში, თქვენც დაზარალდებით და ბავშვებმა  ეს კარგად იციან. უთხარით რაიმე ისეთი, რაც პირადად მათ ეხებათ, მაგალითად: – თუ არ შეწყვეტ შენი დის ცემას, კინოს ნაცვლად ბებოსთან წავალთ!

 

აიძულეთ, გითხრან სიმართლე

თუ ეჭვობთ, რომ ბავშვს არ შეუსრულებია საშინაო დავალება, ის კი ცდილობს, მოგატყუოთ, ჩაეკითხეთ, რამდენი დრო დაუთმო მას, რა იყო ყველაზე რთული ამ დავალებაში… ასეთი დეტალური შეკითხვები მას დისკომფორტს შეუქმნის და მიხვდება, რომ სიმართლის თქმა უფრო მარტივია. 

 

არ გაებუტოთ

თუკი თქვენი შვილი სამაგალითოდ არ იქცევა, პირველივე ჯერზე მისი იგნორირება და გაბუტვა არ იქნება სწორი საქციელი. სცადეთ, შეახსენოთ მორალური ასპექტები და დაეხმარეთ, გამოასწორებინოთ საქციელი. გაუგებრობის თავიდან ასარიდებლად საჭიროა წესების გასაგებად განმარტება და “სასჯელის” ამოქმედებაც აუცილებლობის შემთხვევაში.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.