fbpx

26 დეკემბერი დილიდან


გააზიარე სტატია

 

კევინ სპეისმა სერიალ House of Cards-ის პერსონაჟ ფრენკ ანდერვუდის როლში საშობაო ვიდეო წელსაც გამოაქვეყნა

“იმედია არ გეგონათ, რომ  შესაძლებლობას ხელიდან გავუშვებდი, თქვენთვის შობა მომელოცა, არა?” – კითხულობს მსახიობი ფრენკ ანდერვუდის განსახიერებისას, რომელიც სერიალ House of Cards-ის ბოლო სეზონის სცენარის მიხედვით მოკვდა. სპეისმა მსგავსი ვიდეო შარშანაც გამოაქვეყნა და მაშინ პირველად დაარღვია დუმილი სექსუალური შევიწროებისა და გაუპატიურების მცდელობის ბრალდებების შემდეგ.

ვიდეო: https://www.youtube.com

 

Forbes-მა ათწლეულის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების ათეული გამოაქვეყნა 

 პირველ ადგილზე მოკრივე ფლოიდ მეივეზერი მოხვდა, რომლის ქონებასაც Forbes 915 მილიონ დოლარად აფასებს. მეორე და მესამე ადგილებს კრიშტიანუ რონალდუ (800 მილიონი დოლარი) და ლიონელ მესი (750 მილიონი დოლარი) იკავებენ. ​ათეულში მოხვდნენ: კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი, ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი, გოლფის მოთამაშეები ტაიგერ ვუდსი და ფილ მიკელსონი, მოკრივე მენი პაკიაო, კალათბურთელი კევინ დიურანტი და ფორმულა 1-ის პილოტი ლიუის ჰამილტონი.

წყარო: https://www.forbes.com/

 

სერიალ Friends-ის მუსიკალური თემის ავტორი ალი უილისი გარდაიცვალა

Allee Willis

უილისის გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა. კომპოზიტორი 72 წლის იყო. უილისი ცნობილია, როგორც ჯგუფ Rembrandts-ის კომპოზიციის, Iʼll Be There for You-ს ერთ-ერთი თანაავტორი. ეს სიმღერა სერიალ Friends-ის მთავარი მუსიკალური თემა გახდა. ალი უილისს ორი გრემი აქვს მიღებული.

წყარო: https://variety.com/

 

Forbes-მა ბოლო ათწლეულის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მუსიკოსები დაასახელა

  

ათეულში ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტი Dr. Dre 950 მილიონი აშშ დოლარით ლიდერობს. აღსანიშნავია ისიც, რომ რეიტინგში მხოლოდ ერთი ჯგუფი – U2 მოხვდა. დეკადის ყველაზე მაღალშემოსავლიანი არტისტების ჩამონათვალი ასეთია:

  1. Dr. Dre – $950 მილიონი
  2. ტეილორ სვიფტი – $825 მილიონი
  3. ბიონსე – $685 მილიონი
  4. U2 – $675 მილიონი
  5. Diddy – $605 მილიონი
  6. ელტონ ჯონი – $565 მილიონი
  7. Jay-Z – $560 მილიონი
  8. პოლ მაკკარტნი – $535 მილიონი
  9. კეტი პერი – $530 მილიონი
  10. ლედი გაგა – $500 მილიონი

წყარო: https://www.forbes.com/

 

YOUTUBE-ის აპლიკაციას ხმოვანი რეჟიმით მართვის ფუნქცია დაემატება

Youtube-მა მობილური აპლიკაცია განაახლა. ერთ-ერთი ძირითადი განახლება  iOS-ისა და Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე სმარტფონების მფლობელებს შესაძლებლობას მისცემს, Youtube-ის ფუნქციები ხმოვანი სიგნალით მართონ. Youtube-ის ტელევიზორთან დაკავშირებით, ხმოვანი სიგნალით მითითებული ვიდეოები პირდაპირ დიდ ეკრანზე გამოჩნდება.

წყარო: https://www.theverge.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.