fbpx

“ელექტრონავტი XI” გვიახლოვდება – კომპოზიციების მიღება 10 იანვრამდე გრძელდება


გააზიარე სტატია

“ელექტრონავტი XI” გვიახლოვდება.

მიიღე მონაწილეობა საქართველოში ელექტრონული მუსიკისა და ინოვაციური პოპკულტურის ერთადერთ დაჯილდოების ცერემონიალში. 

იმისთვის, რომ თქვენი ნამუშევარი წარდგენილი იყოს ნომინაციაზე “წლის საუკეთესო კომპოზიცია”, უნდა ატვირთოთ თქვენ მიერ შერჩეული 1 კომპოზიცია, რომელიც შექმნილია 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.

გთხოვთ, თქვენი ნამუშევრები გამოაგზავნოთ მეილზე: [email protected], რომელსაც თან დაურთავთ არტისტის სახელს, თქვენს სახელსა და გვარს, ტელეფონის ნომერს, მეილს და თქვენს ვებმისამართს (Soundcloud, Facebook). ჩამოსატვირთ ფაილებს აუცილებლად მიუთითეთ არტისტის სახელი და ტრეკის სახელწოდება.

საუკეთესო ალბომი / EP-ის ან მუსიკალური ვიდეორგოლის ნომინაციაში მოსახვედრად, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი ნამუშევრების ლინკები და დეტალური ინფორმაცია.

ნამუშევრების მიღება დასრულდება 2020 წლის 10 იანვარს.

წინასწარ გიხდით მადლობას!

ფონდი „ელექტრონავტი“


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.