fbpx

ვიდეოლექციები – მეტი ცოდნის წყარო ონლაინ


გააზიარე სტატია

 

თანამედროვე ადამიანის დატვირთული გრაფიკიდან და ახალი ცოდნის მიღების აუცილებლობიდან გამომდინარე, ინტერნეტში არაერთი პლატფორმა არსებობს, რომელიც ციფრულ სამყაროში ლექციების მოსმენის, სასწავლო კურსების გავლის ან საინტერესო ადამიანების აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა. ეს მოხერხებული ფორმატია როგორც მიმზიდველ და ნაცნობ სფეროში დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ასევე ახალი ინტერესების გასაღვიძებლად. 

რა არის სამართლიანობა, მოტივაციის ალქიმია, მორალის ევოლუცია, პირადის და პოლიტიკურის გადაკვეთა, უფროსები და ბავშვები, თბილისი – როგორც ქვეყნის მიზიდულობის ცენტრი – ეს არასრული ჩამონათვალია იმ თემებისა, რომლებზეც შეგიძლიათ მოისმინოთ ვიდეოლექციები “თიბისი სტატუსის” მიერ შექმნილ პლატფორმაზე, რომელიც სწორედ ცოდნის სხვადასხვა ფორმით ადამიანებამდე მიტანის ერთ-ერთი მცდელობაა. 

“თიბისი სტატუსი” თავის მომხმარებლებს სხვადასხვა თემებზე სასაუბროდ შეხვედრებს უკვე დიდი ხანია სთავაზობს, თუმცა დროის, ადგილის  და სხვა შეზღუდვიდან გამომდინარე, ეს შეხვედრები ნაკლებად საყოველთაოა, ვიდრე ვიდეოლექციები ინტერნეტში, რომლის მოსმენაც ყველას შეუძლია. 

ვიდეოპლატფორმის მთავარი ხიბლი თავის სფეროებში კომპეტენტური ადამიანების მოსმენა და თემების მრავალფეროვნებაა. ვის არ აინტერესებს ფსიქოლოგია, ლიტერატურა, მხატვრობა, ხელოვნური ინტელექტი, განათლება, ადამიანების ურთიერთობები და ქალაქი, რომელშიც ცხოვრობს. ამ თემებისადმი ინტერესი კონკრეტული პროფესიებით არ არის ნაკარნახევი, ისინი შესაძლოა ერთნაირად საინტერესო იყოს სხვადასხვა ასაკის, ინტერესებისა და პროფესიის ადამიანებისთვის – და ასევე,  სწორად შერჩეული სასტარტო თემები და გეგმა, რომ მომავალში ეს პლატფორმა მრავალფეროვან, კვალიფიციურ და მუდმივად აქტუალურ თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცედ გადაიქცეს, შეიძლება მის მთავარ ღირსებად ჩაითვალოს. 

გლობალური ინტერნეტი ამ ტიპის არაერთ პლატფორმას აერთიანებს.  მათი მთავარი მსგავსება ცოდნის მოხერხებული ფორმით გადაცემაა, განსხვავებები კი მიწოდების ფორმებშია – ზოგი მათგანი ფასიანი, ზოგი მხოლოდ ონლაინ ფუნქციონირებს – სტატუსვიდეოები ამ მხრივ სრულიად დემოკრატიულია, ის უფასოა და თუკი ოფლაინ მოისურვებ ლექციაზე დასწრებას, ამის შესაძლებლობასაც იძლევა. 

ცოდნის გადაცემის გარდა ამ ტიპის პლატფორმებს საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ადამიანების და ნაკლებად განხილული თემების შეთავაზების, გაცნობის ფუნქციაც აქვს – და თუკი სტატუსვიდეოების პლატფორმა ამ მისიასაც დაუსახავს საკუთარ თავს, მისი არსებობა კიდევ უფრო გამართლებული,  შინაარსი კი უფრო მეტად საინტერესო იქნება.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.