fbpx

2019 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები მეცნიერების სფეროდან – Business Insider-ის მიხედვით


გააზიარე სტატია

 

ფინანსებისა და ბიზნესის სიახლეების ონლაინ-პორტალმა Business Insider-მა 2019 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები გამოაქვეყნა მეცნიერების სფეროდან. გაეცანით რამდენიმე მათგანს:

  • 2019 წლის იანვარში ნასა-ს კოსმოსურმა ხომალდმა New Horizons-მა მზის სისტემის ყველაზე შორეულ ობიექტს, რომელიც ოდესმე კაცობრიობას შეუსწავლია – MU69-ს, იგივე ულტიმა-თულეს გადაუფრინა და ისტორიაში პირველად, ობიექტის ყველაზე დეტალური ფოტოების გადაღება შეძლო. MU69 სიგრძეში 33 კილომეტრია და  ერთმანეთთან შეერთებული ორი სხეულისგან შედგება.

 

  • 2019 წლის 10 აპრილს, კოსმოსის კვლევის ისტორიაში პირველად, გამოქვეყნდა შავი ხვრელის ფოტო, რომელიც ჩვენგან 54 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკის – მესიე 87-ის ცენტრში მდებარეობს. ამ ისტორიული მიღწევისათვის პროექტში მომუშავე EHT-ის ჯგუფის მეცნიერებს

 

  • 2019 წლის აპრილში მეცნიერებმა უნიკალური, მაგრამ საგანგაშო დასკვნა გამოაქვეყნეს გრენლანდიის შესახებ.

ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში შეგროვებულ მონაცემებს ეყრდნობოდა,  დნობის დინამიკა ექვსჯერ გაიზარდა, რაც ზღვის დონის მატების წინაპირობაა. 1980-დან 1990 წლამდე გრენლანდიის მყინვარებში 51 მილიარდი ტონა ყინული დადნა, 2010-2018 წლებში კი 286 მილიარდი ტონა.

მეცნიერთა თქმით, დნობის პროცესი აჩქარებულია ანტარქტიდაზეც. გასული ათი წლის განმავლობაში კონტინენტი ყოველწლიურად 252 მილიარდ ყინულს კარგავდა

გაორმაგდა ხუთი ანტარქტიკული მყინვარის, მათ შორის ტუეიტსის  დნობის მაჩვენებელიც და შეუქცევადად ლღვება. ამ ზღვარის გადალახვის შემთხვევაში, მომდევნო 150 წელიწადში, მყინვარი ყინულს მთლიანად დაკარგავს, რაც ზღვის დონის ნახევარი მეტრით აწევას უდრის.

 

  • უტრეხტის უნივერსიტეტის გლობალური ტექტონიკისა და პალეოგეოგრაფიის დეპარტამენტის მკვლევარმა დუვ ვან ჰინსბერგენმა გამოაქვეყნა სამხრეთ ევროპის ქვეშ დამალული კონტინენტის რუკა, რომელსაც „დიდი ადრია“ ჰქვია.

დიდი ადრია 240 მილიონი წლის წინ წარმოიშვა, მას შემდეგ, რაც გონდვანას (სუპერკონტინენტი, რომელიც  აფრიკას, ანტარქტიდას, სამხრეთ ამერიკას, ავსტრალიასა და ხმელეთის სხვა ძირითად ნაწილებს აერთიანებდა) გამოეყო.  

დაახლოებით 100-120 მილიონი წლის წინ დიდი ადრია ევროპას შეეჯახა და მის ქვეშ ჩაძირვა დაიწყო, თუმცა მისი ზოგიერთი ქანი დედამიწის ზედაპირზე დარჩა და ევროპის მთათა სისტემები, მათ შორის ალპები წარმოქმნა.

  • 2019 წლის ზაფხულში ხმელთაშუა ზღვაში ჩაძირულ ქალაქ ჰერაკლიონში მნიშვნელოვანი რამ აღმოაჩინეს –  მათ ძველი ტაძრის ნაშთებს, ძვირფასეულობითა და მონეტებით სავსე გემების ნარჩენებს მიაკვლიეს. ჰერაკლიონი მდინარე ნილოსის ნაპირებზე ძვ. წ. მერვე საუკუნეში დაარსდა. 
  • 2019 წლის ოქტომბერში კომპანია „გუგლისა“ და NASA-ს მკვლევრებმა განაცხადეს, რომ კვანტური უზენაესობის ტექნოლოგიურ ეტაპს მიაღწიეს – შექმნეს კომპიუტერი, რომელიც 3 წუთში ასრულებს იმ ოდენობის სამუშაოს, რომლისთვისაც მსოფლიოს მასშტაბით არსებულ მოწინავე კლასიკურ სუპერკომპიტერს 10 ათასი წელი სჭირდება. 

კვანტური პროცესორი Sycamore,  კლასიკური ბიტებისგან განსხვავებით, კვანტურ კუბიტებს იყენებს. მათი კვანტური ბუნებიდან გამომდინარე კი, დიდი მოცულობის ინფორმაციას პარალელურ რეჟიმში უმკლავდება, მაშინ როცა ჩვეულებრივი, ბინარული პროცესორები ინფორმაციის დასამუშავებლად  თანმიმდევრულობის პრინციპს იყენებენ.

  • არქეოლოგებმა ფილიპინების კუნძულ ლუსონის გამოქვაბულში ძვლების უცნაური ნარჩენები აღმოაჩინეს, რომლებიც აქამდე უცნობ გადაშენებულ სახეობას ეკუთვნის. მას კუნძულის სახელი – Homo luzonensis უწოდეს.  მეცნიერთა თქმით, ჰომინიდების ჯგუფის პრიმატი ადამიანს „ენათესავება“, თუმცა, არა იმდენად, რომ იგივე სახეობად ჩაითვალოს. „ნაპოვნი ძვლები სრული სურათის აღდგენის საშუალებას არ იძლევა. თუმცა, კბილების ზომის მიხედვით, ეს ჰომინიდები 120 სმ-ზე მეტი სიმაღლის არ უნდა ყოფილიყვნენ“,  – განაცხადა არქეოლოგმა არმანდ მიჯარესმა. 

პრიმატი დედამიწაზე დაახლოებით 50 ათასი წლის წინ სახლობდა და სავარაუდოდ, არა აღმოჩენის ადგილზე.  შესაძლოა, ძვლები ლუსონის გამოქვაბულში წყალს მოჰყვა. 

 

 

2019 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები მეცნიერებაში Business Insider-ის მიხედვით,  სრული ვერსია

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.