fbpx

ქუჩის მხატვარი პულვერიზატორით სუპერრეალისტურ 3D გამოსახულებებს ქმნის


გააზიარე სტატია



ავტორი:Emma Taggart


იტალიელმა სტრიტ-არტისტმა ERON-მა, რომელიც  სოლიდარობისა და ძალის სიმბოლოებით იყო შთაგონებული, აგურის კედელზე ყვავილებით გაფორმებული მოღერებული მუშტი დახატა. მუშტის ფორმის ნამუშევარი Tower to the People თეთრი ვარდებით არის შექმნილი, ვარდი კი, როგორც წესი, ერთიანობის, სათნოებისა და სპეტაკი სიყვარულის სიმბოლოა.

აგურის კედელზე შექმნილი გამოსახულება კულტურული ფესტივალის, Cantiere Poetico-ს  ფარგლებში,  სანტარკანჯელო დი რომანიაში 2018 წელს შეიქმნა.

ხელოვანი, რომელიც კიაროსკუროს მეთოდით მუშაობს, სამგანზომილებიანი ეფექტის მისაღებად სინათლესა და ჩრდილებს იყენებს. ყვავილებისგან შექმნილი მძლავრი, მაგრამ ამავე დროს ნაზი მუშტი  ისე გამოიყურება, თითქოს კედლიდან სამყაროში სიყვარულისა და მშვიდობის გასავრცელებლად ამოიზარდა. 

ხელოვანი  განმარტავს, რომ ნამუშევარი ასახავს სიმსუბუქის, არაძალადობრივის მნიშვნელობასა და ძალას, სიკეთისა და სიყვარულის გამარჯვებას უსამართლობასა და სიძულვილზე, პოეზიის ინტენსიურობას, ჰარმონიის სრულყოფილებასა და თავისუფლებისკენ სწრაფვას.

მეორე ნამუშევარში, რომელსაც Le Monument ჰქვია, ERON-მა კედელზე გამოსახა გამოწვდილი ხელები, რომლებიც ცდილობენ დაიჭირონ გაფრენილი მტრედები. ეს ყველაფერი სიმბოლოა იმის, თუ როგორ ცდილობს ადამიანი თავისუფლებისა და მშვიდობისკენ სწრაფვას და ამავე დროს ასახავს ტენდენციას, უარი ვთქვათ   ძალადობრივი მეთოდების გამოყენების შანსებზე.

ხელოვანის სხვა ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე.



მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.