fbpx

27 დეკემბერი დილიდან


გააზიარე სტატია

 

ბილი აილიში ქართველი დიზაინერის, გიორგი ქებურიას მიერ შექმნილი მზის სათვალით გამოჩნდა

მომღერლის ფოტო თავად დიზაინერის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა. ბილი აილიში ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილი აქსესუარით პოპულარულ შოუში, Carpool Karaoke-ში გამოჩნდა. გიორგი ქებურიას სათვალით ბილი აილიშამდე ისეთი ვარსკვლავები გამოჩნდნენ, როგორებიც არიან: ჯიჯი და ბელა ჰადიდები, ლედი გაგა, რიანა, ლინდსი ლოჰანი, პამელა ანდერსონი და სხვები.

ვიდეო: https://www.youtube.com/

 

8 იანვარს გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი და კინოჩვენება გაიმართება

Image may contain: 1 person, closeup

 8 იანვარს გია ყანჩელის უკვდავ  მელოდიებს ახალი თაობის ვარსკვლავები შეასრულებენ და  მაესტროს შესახებ გადაღებული თეონა ჯორბენაძის ფილმის, “სევდის ანგელოზების“ ჩვენება გაიმართება. ფილმის ჩვენებამდე გამართულ საშობაო კონცერტში ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და მის სამხატვრო ხელმძღვანელ ნიკოლოზ რაჭველთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ: გიორგი ცაგარელი, ცოტნე ზედგინიძე, ლიზა ბაგრატიონი, ნუცა თოფურია, გიორგი გიგაშვილი, სანდრო ნებიერიძე, ანნა ჭანია, სანდრო გეგეჭკორი, ნანუკა გოლიაძე, ანასტასია აღლაძე, რეზი მარშანია, დირიჟორი ვახტანგ ერქომაიშვილი. 

„სევდის ანგელოზები“  გადაღებულია გია ყანჩელის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საკონცერტო ტურნეს პარალელურად რამდენიმე ქალაქში (ბერლინი, ბრიუსელი, ანტვერპენი, ბაქო, თბილისი). ისტორიები, რომლებიც არასდროს მოგისმენიათ, კადრები, რომლებიც არასდროს გინახავთ.  ფილმი მოგვითხრობს ხელოვანზე, ვისთვისაც ყველა ეპოქაში ყველაზე მთავარი ღირებულება თავისუფლება იყო და სიცოცხლის ბოლომდე თავისუფლებისთვის მებრძოლ, უკომპრომისო პიროვნებად დარჩა.

წყარო: https://www.facebook.com

 

ამერიკელმა გამომგონებლებმა მფრინავი მტვერსასრუტები გამოიგონეს

ინჟინრებმა  რობოტი მტვერსასრუტის სტანდარტულ მოდელზე პროპელერები დაამონტაჟეს, მის სახურავზე კი აკუმულატორი მიამაგრეს. პირველი წარმატებული ექსპერიმენტის შემდეგ იგივე აღჭურვილობა მძლავრ რობოტ მტვერსასრუტ Roomba-ზე დაამონტაჟეს. ორივე მტვერსასრუტი უპრობლემოდ ახერხებს კიბის ზღუდის გადალახვას. ინჟინრების შეფასებით, მათი გამოგონება იდეალურია მაღალსართულიანი სახლებისთვის, სადაც კომპანიების ოფისებია განლაგებული.

წყარო: https://www.youtube.com

 

2020 წელს ჩინეთის დიდი ნაწილი 5G-ს დაფარვის ზონაში მოექცევა

 

ჩინეთის მთავრობის სურვილია ულტრასწრაფმა ინტერნეტქსელმა 2020 წელს ქვეყნის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დაფაროს. 5G ქსელი ჩინეთის 293 საქალაქო ოლქში უნდა ამუშავდეს. ამ დროისათვის ულტრასწრაფი ინტერნეტქსელი ჩინეთის 50 ქალაქს ფარავს. 5G-ს დანერგვის პარალელურად ჩინეთში მომდევნო თაობის ქსელის, 6G-ის შექმნას ცდილობენ.

წყარო: https://venturebeat.com/

 

2023 წლისთვის კომპანია Uber საკუთარ მომხმარებელს მფრინავი ტაქსის სერვისს შესთავაზებს

პროექტის განხორციელებაში კომპანიას პარტნიორობას კალიფორნიული სტარტაპი Joby Aviation გაუწევს. ეს სტარტაპი 2009 წელს დაარსდა, თუმცა 2018 წლამდე ნაკლებად იყო ცნობილი. საფრენი აპარატი ოთხი მგზავრის გადაყვანას შეძლებს. ამ ეტაპზე კომპანიები მისი ტექნიკური პარამეტრების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ. 

წყარო: https://www.theverge.com/

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.