fbpx

ქალაქი პიარნუ ახალ წელს ფეიერვერკზე უარს ამბობს – გავუფთხილდეთ ფულს, ბუნებასა და ცხოველთა ნერვებს


გააზიარე სტატია




ავტორი: კარლ ჰიუტი 

Pärnu Postimees-ის მიხედვით, პიარნუს მერია უარს ამბობს საახალწლოდ ფეიერვერკის გაშვებაზე, რამდენადაც მიაჩნია, რომ ქალაქის სიმყუდროვე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სანახაობა, რომელიც 8 წუთი  გრძელდება.

“ჩვენ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ფეიერვერკში გადახდილი ათასობით ევროს ქარისთვის გატანება არ ღირს, ამიტომ ქალაქის მოსართავად ილუმინაციებს გამოვიყენებთ, რაც ყველასთვის გაცილებთ მისაღები ვარიანტია. ფეიერვერკზე უარის თქმით ქალაქში უსაფრთხო  და მყუდრო გარემო შეიქმნება. მართალია, ჩვენ არ ვართ პირველები, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ვისურვებდით, სხვებისთვის მაგალითად ვიქცეთ”, – განაცხადა ქალაქის მერმა – რომეკ კოზენკრანიუსმა.

გასულ წელს ქალაქს საახალწლო 8-წუთიანი ფეიერვერკი 4000 ევრო დაუჯდა.

მერის სიტყვებით, განვითარების პროგრამაში პირველ ადგილზე ბუნების დაცვა დგას. უალკოჰოლო ტონიკის დამზადება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ახალი წლის ღამეს ცხოველებისთვის ხმაურით ტრავმის მიყენება. “ქალაქის მცხოვრებთა ფეიერვერკებს ჩვენიც რომ დავუმატოთ, ამას არაფერი განსაკუთრებული ღირებულება არ ექნება, მხოლოდ შევაშინებთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს, რომელთაც ქალაქის ხმაური ისედაც ძალიან აწუხებთ.

სამაგიეროდ ქალაქში ისევ ძველებურად იბრწყინებს სინათლის დეკორაციები, ცენტრალური ქუჩების გარდა საახალწლო განათებებით მოირთვება განაპირა უბნებიც. ასევე ხალხს გააკვირვებენ ნაძვისხის ფორმის შუქნიშნის განათებებითაც.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.