fbpx

ზეთში შესრულებული ნოსტალგიური ნამუშევრები ჩვეულებრივი მომენტების შეუმჩნეველ სილამაზეს ასახავს


გააზიარე სტატია


ავტორი: Emma Taggart

 

ისტორიის განმავლობაში საკუთარი გარემო შთაგონებისთვის მრავალმა მხატვარმა გამოიყენა. მშვენიერი პეიზაჟებისა და ცოცხალი მხატვრების კვალდაკვალ, არტისტი რეიჩელ კემპბელი მის გარშემო არსებულ სამყაროს ფერადად ასახავს. ნიჭიერი მხატვრის ნამუშევრებში ხშირად შეუმჩნეველ, ყოველდღიურ სცენებთან ერთად კაშკაშა ფერადი საღებავებით შესრულებული პეიზაჟები გვხვდება.


„მე ვიზუალური მთხრობელი ვარ. ხანდახან ვფიქრობ როგორც პოეტი, რომელიც ყოველდღიურობაზე უბრალო ლექსს წერს და ჩვენც მასთან ერთად ვმოგზაურობთ.  იგივენაირად ვიყენებ ჩემს წარმოსახვასაც. თითქმის ყველა ჩემი ნახატი აღწერს კონკრეტულ მომენტს და ისტორიას ჩემი მოგონებებიდან”, – აღნიშნავს მხატვარი.

ზეთში შესრულებული ერთ-ერთი ნამუშევარი სახელწოდებით – To Remember We All Have a Story მიტოვებულ ტრაილერს ასახავს, რომლის ფანჯრებიდანაც ფერადი ფარდები მოჩანს. ფარდების არსებობა იმაზე მიგვანიშნებს, რომ ის ვიღაცისთვის სახლი იყო. ”ხატვისას  ვფიქრობდი ოჯახზე, რომელიც იქ ცხოვრობდა, ბავშვებზე, რომელთაც სათამაშოები დარჩათ. რატომ არის გარიყული მსგავსი ობიექტები ქალაქისგან მაშინ, როცა იქ კარგი ადამიანები ცხოვრობდნენ?”, – ამბობს კემპბელი.

კემპბელის ნამუშევრები, რომლებიც უამრავი ფრაგმენტითაა გაჯერებული, წარმოუდგენლად პირადულია. ნახატები ასახავს ადგილებს, სადაც მხატვარს უცხოვრია. ამჟამად იგი შოტლანდიის საგრაფოში, ფაიფში ცხოვრობს, სადაც თავის სტუდიამდე მისასვლელად სოფლის უღელტეხილიანი გზის გავლა უწევს. ერთ-ერთი ნახატი სახელწოდებით – Bluebells აღწერს ადგილს, რომელიც მხატვარმა ახალ ზელანდიაში მოგზაურობისას აღმოაჩინა. “როგორც კი დავბრუნდი, დავხატე გზები, რომლებიც ჩემს მეხსიერებაში იყო აღბეჭდილი”, – აღნიშნავს მხატვარი.

კემპბელისთვის ხელოვნების შექმნა იმ ცხოვრებისეული მომენტების დაფიქსირებაა, რომლებმაც მას სიხარული მოუტანა. ”ხელოვნება ხსნის ჩვენი ადამიანურობის იმ მხარეს, რომელსაც ყურადღება ესაჭიროება.  ესაა სხვა ადამიანებთან კავშირის სურვილი, ჩვენი თანდაყოლილი ცნობისმოყვარეობა – აღვიქვამდეთ სამყაროს და ეს პროცესი მიმართული იყოს შემოქმედებითობისკენ”, – ამბობს მხატვარი.

დაათვალიერეთ რეიჩელ კემპბელის ნამუშევრები. 



მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.