fbpx

12 სასაჩუქრე იდეა ქართული ბრენდებისგან


გააზიარე სტატია

 

საჩუქრის შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო საქმეა. ეს საკმაოდ კომპლექსური პროცესია, რომელიც ბევრი სხვადასხვა დეტალის გათვალისწინებას მოითხოვს: ადრესატის ინტერესები, გემოვნება, სურვილები, საჭიროებები. საჩუქრის ძიების დაწყების წინ დიდი მოსამზადებელი პერიოდის გავლა გვიწევს.  

რამდენადაც საჩუქარი სიურპრიზის სახით უფრო ეფექტური და ფასეულია, ვცდილობთ,  საჭირო ინფორმაცია ისე მივიღოთ, რომ ჩვენი ზრახვები არ გავამხილოთ – სწორედ ამიტომ, უახლოეს მეგობარსაც კი ვუსვამთ ისეთ კითხვებს, რომლებიც  იმ მომენტში საკმაოდ არაადეკვატურად შეიძლება ჟღერდეს. 

ახალი წელი სულ მალე დადგება. თუ საჩუქრების ყიდვის მისია აიღეთ თქვენს თავზე, შევეცდებით, ეს პროცესი გაგიმარტივოთ და რამდენიმე იდეა მოგაწოდოთ. რაც მთავარია,  ყველა მათგანი ქართული წარმოებისაა. 

აქვე გეტყვით, რომ მთავარია, საჩუქრის შერჩევის ყველა ეტაპზე გახსოვდეთ ის ბედნიერი შეგრძნება, რომელსაც  მეგობრის, ოჯახის წევრის, თანამშრომლის, შეყვარებულის თუ კარის მეზობლის გახარება მოგგვრით. 

 

NIKO . ნიკო 

აქსესუარების ქართველი დიზაინერის, ნიკო ავალიშვილის სტარტაპი NIKO  ეკოლოგიურად სუფთა სხვადასხვა ხის მასალისგან დამზადებულ ბეჭდებს, სამაჯურებს და თმის სამაგრებს აერთიანებს. სტარტაპის  Facebook-ისა და Instagram-ის მეშვეობით შეგიძლიათ,  თქვენთვის სასურველი ნივთი შეარჩიოთ. გარდა ამისა, NIKO-ს პროდუქციას ხელნაკეთი ნივთების მაღაზიებში, სტენდებსა და სხვადასხვა სტარტაპ მარკეტებზეც იპოვით. ვერცხლის ელემენტებით გაფორმებული ეს  ხის თმის სამაგრი აუცილებლად მოეწონება ადამიანს, რომელსაც ორიგინალური აქსესუარები უყვარს. მის შეძენას სულ რაღაც 30 ლარად შეძლებთ. 

 

HUMANOID

ბრენდის  დამფუძნებელი  ნიკოლოზ ჰუმანოიდია. 

HUMANOID უკვე ხუთი წელია არსებობს და მომხმარებელს მაღალი ხარისხის ტყავის ჩანთებს და სხვა აქსესუარებს სთავაზობს. ხელნაკეთი ნივთების მოყვარულებისათვის განსაკუთრებით ცნობილია HUMANOID-ის ტყავის ჩანთები, რომლებიც დამახასიათებელი სტილით, მინიმალიზმით და კომფორტულობით გამოირჩევა. 

ეს პორტფელიც  ნატურალური ტყავისგან არის დამზადებული. დასარეგულირებელი სამხრით, ტევადი შიდა სივრცითა და დამატებითი საორგანიზაციო პანელით იდეალურია ყოველდღიური საქმიანობისთვის. პორტფელი მოსახერხებელია ლეპტოპის სატარებლადაც.  ჩანთას ორი მოდელი აქვს, რომლებიც ზომით განსხვავდება. 

დიდი მოცულობის მოდელის შეძენა 480 ლარად შეგიძლიათ, პატარა მოდელის ფასი კი 360 ლარია. სურვილისამებრ, შეგიძლიათ აარჩიოთ პორტფველის სხვადასხვა ვერსია, რომლებიც ფერით განსხვავდება. HUMANOID-ის ეს ჩანთა, ბრენდის სხვა ნივთებთან ერთად, თაბუკაშვილის 36 ნომერში მდებარე „17 კვადრატის“ ახალ სივრცეში დაგხვდებათ. 

 

WHITE Studio

კერამიკის, ტექსტილის, ავეჯისა და სამკაულების სტუდია WHITE Studio ჯანაშიას ქუჩის 22/26 ნომერში მდებარეობს. აქ დამზადებული უნიკალური ნივთები ნამდვილად მიიქცევს თქვენს ყურადღებას. თუ საახალწლო საჩუქარს ეძებთ, შეგვიძლია WHITE Studio-ს ხელნაკეთი ნაძვის ხის სათამაშოები გირჩიოთ. ყველა ნამუშევარი უნიკალურია და ზუსტად ამიტომ, ის  განსაკუთრებული საჩუქარი იქნება საყვარელი ადამიანებისთვის. ამ კოლექციის ნებისმიერი სათამაშოს ფასი 70 ლარია. 

 

Giovanni Morra 

მაღალი ხარისხის ორიგინალური აქსესუარების კიდევ ერთი ბრენდი, რომელიც ქართული პროდუქციის მოყვარული მომხმარებლისათვის დიდი ხანია კარგად არის ცნობილი. ბრენდის სტენდს თბილისის სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში – „სითი მოლში“, „თბილისი მოლსა“ და „გალერია თბილისში“ აღმოაჩენთ. პროდუქციის დათვალიერება Giovanni Morra-ის ოფიციალურ ვებგვერდსა და ფეისბუქის გვერდზეც შეგიძლიათ. რაც შეეხება სასაჩუქრე იდეას, თმის სამაგრების ხაზის ეს მოდელი სხვადასხვა ფერშია წარმოდგენილი. მისი შეძენა 55 ლარად შეგიძლიათ. 

 

MERAKI • მერაკი

ტანსაცმლის,  ფეხსაცმლისა და აქსესუარების ბრენდი MERAKI • მერაკი მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. ზამთარის ცივ ამინდში ეს ულამაზესი, ფერად-ფერადი ნაქსოვი ქუდები აუცილებლად გაახარებს ნებისმიერ თქვენს მეგობარს, ნაცნობს თუ ოჯახის წევრს. ქუდის ფასი 39 ლარია. Meraki-ის მაღაზიას პეკინის 23 და 21 ნომრებს შორის, შესახვევში აღმოაჩენთ. 

 

Parker • Georgia 

თუ სასაჩუქრე იდეად ფეხსაცმელს განიხილავთ და ამასთან, ქართული წარმოების პროდუქტს ანიჭებთ უპირატესობას, აუცილებლად უნდა ესტუმროთ 

Parker • Georgia-ს მაღაზიას, რომელიც ირაკლი აბაშიძის 22 ნომერში მდებარეობს. აქ სხვადასხვა ფერის  ხარისხიან ხელნაკეთ სანდლებს და შუზებს იპოვით. ამ სერიის მოდელის შეძენას კი 229 ლარად შეძლებთ.

 

 

დურგალი • Durgali

კიდევ ერთი ქართული სტარტაპი, რომელიც საინტერესო შინაარსის პროდუქციას გთავაზობთ. დურგალი • Durgali თქვენთვის ნაცნობი ან უცნობი ადგილების მინიატიურულ სკულპტურებს ქმნის.  რაც მთავარია, ყველა მინიატიურა გამოუსადეგარი, ძველი ნაწილებით კეთდება, შედეგს კი თავად ხედავთ. ამ კონკრეტული მინიატიურის შეძენა 200 ლარად შგიძლიათ. 

 

Labada • ლაბადა

ბრენდი გთავაზობთ განსხვავებულ და კომფორტულ ლაბადებსა და აქსესუარებს. მრავალი ფორმისა და ფერის მოდელს  შორის მარტივად შეარჩევთ იმ მოსაცმელს, რომელიც თქვენი საჩუქრის ადრესატს მოეწონება. წითელი ელემენტებით გაფორმებული ამ  ხაკისფერი ლაბადის ღირებულება 200 ლარია. 

 

Person

ტანსაცმლის ბრენდი, რომელიც მომხმარებელს ქალისა და მამაკაცის სამოსს სთავაზობს, 2016 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველ სეზონზე ახალ კოლექციას უშვებს, რომელიც ლიმიტირებული რაოდენობით იკერება. Person-ის ახლად გახსნილი მაღაზია „სითი მოლში“ მდებარეობს. ბრენდის სტენდი წარმოდგენილია რუსთაველზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „მერანშიც“. მამაკაცის ეს ლურჯი ჰუდი წინასაახალწლო პერიოდში შეგიძლიათ 65 ლარად შეიძინოთ. 

 

ლუმოსი • Lumos

ეს ულამაზესი ხელნაკეთი სანათები ნებისმიერ სახლს ან სხვა დანიშნულების სივრცეს განსაკუთრებულ ესთეტიკას და ხასიათს შესძენს. ორიგინალურ, პრაქტიკულ და ამავდროულად სამახსოვრო საჩუქარს თუ ეძებთ,  ლუმოსი • Lumos-ის ეს სანათი ერთ-ერთი საუკეთესო იდეაა. მისი შეძენა ბრენდის ოფიციალური ფეისბუქგვერდის მეშვეობით შეგიძლიათ. სანათის ამ მოდელების ფასი 45-50 ლარია. 

 

Handy • ჰენდი

მაჯის საათი ერთ-ერთი  ყველაზე დახვეწილი და პრაქტიკული საჩუქარია. თქვენთვის საყვარელ ადამიანს უკვე შეგიძლიათ ქართული წარმოების, ხის მასალისაგან დამზადებული საათი აჩუქოთ. პროდუქციის  შერჩევა და შეძენა Handy • ჰენდი-ის ფეისბუქის მეშვეობით შეგიძლიათ. საათის ამ მოდელის ფასი 150 ლარია. 

 

PLANT SHOP.

Fabrika-ში მოხვედრისას აუცილებლად შეამჩნევთ სივრცეს, რომელშიც  უამრავ მცენარეს აღმოაჩენთ. ეს არის მაღაზია PLANT SHOP – სწორედ აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ქოთანში დარგული ცოცხალი ნაძვის ხე. გარდა საახალწლო დატვირთვისა, ეს მცენარე ნებისმიერ სეზონზე  ინტერიერს სასიამოვნო სურნელით აავსებს. ყველაზე პატარა ნაძვი 1 მეტრიდან იწყება და 85 ლარი ღირს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.