fbpx

რამდენიმე ისტორიული ფოტო შობა-ახალი წლის თემაზე


გააზიარე სტატია

საშობაო ზავი. 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, დასავლეთ ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე საბრძოლო მოქმედებები შობის დღესასწაულის გამო დროებით შეწყდა. დროებითი დაზავება სპონტანურად მოხდა, ჯერ ორმხრივი ცეცხლი შეწყდა და სანგრებში მყოფმა ინგლისელმა, ფრანგმა და გერმანელმა ჯარისკაცებმა საშობაო სიმღერების შესრულება დაიწყეს.

  • საშობაო ნაძვისხე გერმანელების სანგარში

ზოგიერთ შემთხვევაში დაპირისპირებულმა მხარეებმა ფრონტის ხაზი გადაკვეთეს და ერთმანეთს შობას ულოცავდნენ, საჩუქრებს, სუვენირებს ჩუქნიდნენ და კვების პროდუქტებსაც ცვლიდნენ. გარდა ამისა, ერთად მართავდნენ დაღუპული თანამებრძოლების დაკრძალვის ცერემონიას და მათ სამხედრო პატივს მიაგებდნენ. დასავლეთის ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე კი იმდენად მოდუნდნენ, რომ ფეხბურთიც კი ითამაშეს. 

  • საშობაო საჩუქრები 
  • დაკრძალვის ცერემონია
  • გერმანელი და ინგლისელი ჯარისკაცის შეხვედრა
  • ფეხბურთი

ამგვარ ფაქტებს  მასობრივი ხასიათი არ ჰქონია,  მხოლოდ ცალკეული შემთხვევები დაფიქსირდა. პირველი მსოფლიო ომიც ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის არსებობის განმავლობაში, მიუხედავად ამისა, ისტორიაში შევიდა, როგორც ადამიანის მშვიდობისმოყვარე და ჰუმანური ბუნების გამოვლენის უნიკალური მაგალითი.

 

როკფელერის  ცენტრის საშობაო ნაძვისხის

ისტორია გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან იღებს სათავეს, „დიდი დეპრესიის“ პერიოდიდან, როცა ნიუ-იორკის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობის – როკფელერის ცენტრის მშენებლობა იწყებოდა. ისტორიამ შემოინახა მშენებლობის საძირკვლის ჩაყრის ამსახველი ფოტო. ტალახიან მიწის ნაკვეთზე თავმოყრილ მუშებს ექვსმეტრიანი ბალზამური სოჭი  შტოშით, ქაღალდის გირლანდებით და კონსერვის ქილებით აქვთ მორთული. 

სწორედ ეს მოკრძალებული სოჭი გახდა როკფელერის საშობაო ნაძვის წინაპარი, რომელსაც ყოველ წელს, 30 ათასი ნათურით, 8 კილომეტრის სიგრძის სადენებითა და 250-კილოგრამიანი სვაროვსკის ვარსკვლავით ალამაზებენ. 

 

ბერლინის კედელი და შობა.

1961 წლის 13 აგვისტოს, როცა გერმანელებმა გაიღვიძეს, აღმოაჩინეს, რომ აღმოსავლეთ გერმანიის კომუნისტურმა მთავრობამ ერი ორად გაყო, ჯერ მავთულხლართები გაავლო, მოგვიანებით კი კედლის მშენებლობაც დაიწყო. 

1963 წელს კი  დასავლეთ გერმანიის მოქალაქეებს  უფლება მისცეს აღმოსავლეთ ნაწილში გადმოსულიყვნენ, მოენახულებინათ კედლის მიღმა დარჩენილი მეგობრები, ნათესავები და ერთად აღენიშნათ  შობა-ახალი წლის დღესასწაული. დასავლეთ გერმანიის მოქალაქეებს ნება დართეს მხოლოდ ერთჯერადად გადაეკვეთათ საზღვარი, დეკემბერ-იანვრის პერიოდში და ისიც მხოლოდ 18 დღით. 

აღმოსავლეთ გერმანიის მთავრობამ მსგავსი აქცია მომდევნო 1963-1966 წლებშიც გაიმეორა, თუმცა შემდეგ საზღვარი სამუდამოდ ჩაიკეტა მის საბოლოო დანგრევამდე. 

ისტორიამ შემოინახა შობა-ახალი წლის დღეების ამსახველი ფოტომასალა. ერთ-ერთი მათგანზე, რომლის ავტორიც იან ბერია, დიდი ხნის უნახავი ძმების შეხვედრაა აღბეჭდილი.

  • 1961 წლის დეკემბერი. ფოტო გადაღებულია აღმოსავლეთ ბერლინის ნაწილიდან
  • 1961 წლის 22 დეკემბერი
  • 1963 წელი. აღმოსავლეთ ბერლინში გადამსვლელთა რიგი
  • 1961 წლის დეკემბერი. ავტორი: ლეონ ჰერშრიტი

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.