fbpx

30 დეკემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

გიორგი თარგამაძის “დროება” “ფორმულაზე” ბრუნდება

ინფორმაცია ამის შესახებ არხის გენერალურმა დირექტორმა ზუკა გუმბარიძემ გაავრცელა. როგორც თარგამაძე განმარტავს, გადაცემა ეთერში მომავალი წლის თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში გავა. 

“ეს იქნება საკვირაო ტელეჟურნალი, კვირის შემაჯამებელი გადაცემა, მაგრამ არ იქნება მხოლოდ იმ კვირის ამბებზე ფოკუსირებული. ისეთ თემებსაც შემოიტანს, რომელიც, ზოგადად, საზოგადოებისთვის იქნება საინტერესო, ასევე, ისეთი სიუჟეტებიც იგეგმება, რომელიც ჩვენი საზოგადოების თვალთახედვის არეალს კიდევ უფრო გააფართოებს”, – ამბობს თარგამაძე.

ვიდეო: https://www.youtube.com/

 

Spotify 2020 წელს პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობს.

Spotify

როგორც კომპანიაში განმარტავენ, 2020 წლის ნოემბერში დაგეგმილი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გათვალისწინებით, მათ რეკლამების გადამოწმების შესაძლებლობა არ აქვთ, შესაბამისად, უარს ამბობენ პოლიტიკური რეკლამების განთავსებაზე. 

წყარო: https://variety.com/2019/

 

Phone XR ყველაზე გაყიდვადი სმარტფონიც გახდა

Counterpoint: iPhone XR was the best selling smartphone globally through Q3 2019

 სმარტფონი პირველად 2018 წლის მეოთხე კვარტალში გამოჩნდა, პოპულარობა მალევე მოიპოვა და ის დღემდე ლიდერობს. უნდა ითქვას ისიც, რომ XR-მა შეძლო და iPhone 11-იც დაჩაგრა. iPhone XR-ს მთლიანი ბაზრის გაყიდვების 3% ეკავა. ამის მიზეზი ალბათ ისიც არის, რომ ეფლმა ჩინეთისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის ბაზარზე XR-ის ფასი დასწია, რამაც გაყიდვების რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდა.

წყარო: https://www.gsmarena.com/

 

მომღერალი ედ შირანი შემოქმედებით პაუზას იღებს

View this post on Instagram

Brb x

A post shared by Ed Sheeran (@teddysphotos) on

ამის შესახებ მან თაყვანისმცემლებს Instagram-ზე გამოქვეყნებული განცხადებით აცნობა. “2017 წლიდან შეუსვენებლად ვმუშაობ. ახლა პაუზას ავიღებ, იმისთვის რომ ვწერო, ვიმოგზაურო და ვიკითხო. სოციალურ ქსელებში მანამ არ გამოვჩნდები, სანამ ჩემი დაბრუნების დრო არ მოვა”, – დაწერა მუსიკოსმა. 

წყარო: https://www.instagram.com/

 

კანადაში Home Alone 2-დან დონალდ ტრამპის სცენა ამოჭრეს 

Donald Trump Home Alone 2

კომპანია CBC-მ Home Alone 2-დან დონალდ ტრამპის სცენა ამოჭრა. ვისაც აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტი ფილმიდან არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ ის ერთ-ერთ სცენაში რამდენიმე წამით ჩნდება, როცა სასტუმროში დაკარგული მთავარი გმირი, კევინ მაკკალისტერი, მიმართულების გაგნებაში დახმარებას სთხოვს.

 როგორც კომპანია CBC-ის წარმომადგენელი აცხადებს, ფილმში შესწორებები 2014 წელს შეიტანეს და ამ ვერსიით კინოსურათი პირველად 2016 წელს აჩვენეს ტელევიზიით, სანამ ტრამპი  აშშ-ს პრეზიდენტი გახდებოდა, მეორედ კი წელს. თანაც კონკრეტულად ტრამპის სცენა არ ამოუჭრიათ, ჯამში სულ 8 წუთით შეამცირეს ფილმის ქრონომეტრაჟი და მათ შორის მოხვდა ეს ეპიზოდიც.

წყარო: https://variety.com/2019/

 

Apple საიდუმლო პროექტზე – ინოვაციური სატელიტური ტექნოლოგიის შექმნაზე მუშაობს

 როგორც მედია იუწყება, სატელიტური ტექნოლოგია კომპანიის მოწყობილობების სერვისს გააუმჯობესებს. ინოვაციური სატელიტური ტექნოლოგია საშუალებას იძლევა გაუმჯობესდეს რუკების, ნავიგაციის, GPS სისტემები, ასევე ინტერნეტის სისწრაფე და სიგნალის მიღების მასშტაბები. მომხმარებლისათვის შეთავაზებული უპირატესობების გარდა, საკუთარი სატელიტური სისტემის შექმნა კომპანიასაც მეტად დამოუკიდებელს გახდის. 

წყარო: https://www.bloomberg.com/

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.