fbpx

ახალი გამონათქვამები, რომლებიც 2019 წელს ცნობილ ინგლისურ ლექსიკონებს დაემატა


გააზიარე სტატია

2019 წლის განმავლობაში Oxford English Dictionary-ს 1400, ხოლო  Merriam-Webster-ს 1100 ახალი სიტყვა, ტერმინი თუ გამონათქვამი დაემატა.

ლექსიკონების შემდგენლების განცხადებით, ყოველ წელს სულ უფრო მეტი ახალი სიტყვა ჩნდება და შესაბამისად, მკვიდრდება ყოველდღიურებაში, ხდება მოდური, თუმცა, ბევრი მათგანი მალევე კარგავს აქტუალობას და ე.წ. მოძველებული სიტყვების ლექსიკონში ინაცვლებს.

წარმოგიდგენთ რამდენიმე სიტყვასა  და ტერმინს, რომლებიც 2019 წელს Oxford English Dictionary-სა და  Merriam-Webster-ს დაემატა.



The Bechdel test 

ტესტი მხატვრული ნაწარმოების (ფილმის, კომპიუტერული თამაშის, კომიქსის და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების) გენდერულ მიკერძოებაზე, რითაც ფასდება ქალი პერსონაჟების მონაწილეობის ხარისხი და მნიშვნელობა. 

ტერმინი სათავეს იღებს კომიქსების ავტორის, ელისონ ბექდელის 1985 წლის კომიქსიდან «Dykes To Watch Out For». ერთ-ერთ თავში კომიქსის  გმირი ქალები კინოში წასვლას აპირებენ, თუმცა, ერთი მათგანი განმარტავს, რომ მხოლოდ იმ ფილმებზე დადის, სადაც მინიმუმ ორი პერსონაჟი ქალია, რომელთა შორის დიალოგი მიმდინარეობს და საუბრობენ ყველაფერზე, გარდა კაცებისა. 


Nomophobia(აბრ)

იგივეა, რაც „no mobile-phone phobia“ – მობილური ტელეფონის გარეშე ან მოწყობილობასთან მოშორებით ყოფნის შიში და შფოთვა. ტერმინი პირველად გამოჩნდა 2010 წელს, ბაზრის კვლევისა და მონაცემთა ანალიზის ბრიტანული საერთაშორისო კომპანიის კვლევაში, რომლის მიზანიც იყო ბრიტანელებში მობილურ მოწყობილობებზე დამოკიდებულების ხარისხის შეფასება.

 

Colorism

 რასიზმის სახეობა, როცა ერთი რასის წარმომადგენელთა შორის უპირატესობა ენიჭება შედარებით ღია  ფერის კანის მქონე პირს. კოლორიზმი არ არის ახალი მოვლენა, ის ძველადაც იყო გავრცელებული სამხრეთ აზიაში, აფრიკაში, ჩინეთში, ლათინურ ამერიკაში. აშშ-ში, სამოქალაქო ომის წლებში, ღია ფერის კანის მქონე მონებს შედარებით მსუბუქ სამუშაოზე ასაქმებდნენ. 

2019 წლის მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვინუს და სერენა უილიამსების შესახებ ბიოგრაფიული ფილმის გადაღებას აპირებდნენ, სადაც მამის როლს უილ სმითი შეასრულებდა. საზოგადოების ნაწილმა, მათ შორის სპორტის ცნობილმა ჟურნალისტებმა, ფილმის იდეის ავტორები კოლორიზმში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ რიჩარდ უილიამსს (ჩოგბურთელების მამას) უფრო მუქი ფერის კანი ჰქონდა.

 

Easy-breezy

ტერმინს მეტწილად მოდის ინდუსტრიაში იყენებენ და  „არაფორმალურ“, „თავისუფალ“, „ყოველდღიურ“ ჩაცმის სტილს აღნიშნავს. 

 

Jafaican 

ადამიანი, რომელსაც არ აქვს იამაიკური წარმოშობა, მაგრამ იქცევა, იცვამს და გამოიყურება ისე, თითქოს იამაიკურ კულტურას ეკუთვნის და შესაბამისად, სასაცილო ვითარებაში იგდებს თავს.

საშა ბარონ კოენის პერსონაჟი Ali G, რომელიც მუსლიმია, მაგრამ იამაიკური აქცენტით საუბრობს, იმისათვის რომ უფრო მაგარი ტიპი გამოჩნდეს. 

 

 

Cock-a-doodle-dooing

 პირდაპირი მნიშვნელობით – „მამლის ყივილი“, ასევე გამოიყენება ტრაბახა ადამიანზე საუბრისას. 

 

Kapow 

ამ სიტყვით კომიქსებში გამოხატავენ აფეთქების, ძლიერი დარტყმის ან გასროლის ხმას, ყოფით დიალოგში კი  “ რამე შოკისმომგვრელი და მოულოდნელი მოვლენის“ აღსაწერად იყენებენ. 

 

Whatevs

 გამოხატავს განურჩევლობას და სრულ უინტერესობას სასაუბრო თემასთან მიმართებაში. 

 

Schlockbuster

ფილმი ან ლიტერატურული ნაწარმოები, რომელიც პოპულარულია ან კომერციულად წარმატებული, თუმცა, დაბალი მხატვრული ღირებულებისაა.

 

Textlationship 

ურთიერთობა, რომელიც მხოლოდ ინტერნეტ მიმოწერით შემოიფარგლება.

 

to jump from cock to ass (ფრაზეოლოგიზმი)

ალოგიკური, გაუგებარი, უაზრო ხერხებით წერა ან აზრის გადმოცემა.

 

second screening

 ტელევიზორის ყურება კომპიუტერის ან სმარტფონის გამოყენების პარალელურად.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.