fbpx

2019 წლის საუკეთესო არქიტექტურული პროექტები ვებპლატფორმა ArchDaily-ის მიხედვით


გააზიარე სტატია


2019 წლის საუკეთესო არქიტექტურული პროექტები არქიტექტურული ვებპლატფორმა ArchDaily-ის მიხედვით.

  • საპროექტი ბიურო MUDA-Architects-ის მიერ შექმნილი რესტორანი Garden Hotpot ჩინეთის ქალაქ ჩენდუში. შენობა ევკალიპტის ტყეშია და გარშემორტყმულია ლოტოსებიანი არხით. პროექტი ადგილობრივი კულტურის, ეკოლოგიური გარემოსა და თანამედროვე არქიტექტურული სტილის ჰარმონიული სინთეზის მაგალითია.

 

 

  • თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი The Twist ნორვეგიაში, ქანდაკებათა პარკ Kistefos-ში. შენობა არქიტექტურულმა ბიურო BIG-მა დააპროექტა. ნაგებობის საერთო ფართობი 1000 კვადრატული მეტრია და წარმოადგენს მდინარეზე გადებულ დახვეულ ხიდს. შენობა სამი ელემენტისგან შედგება: ხიდი, ღია სივრცე ბუნებრივი განათებით და შიდა საგამოფენო სივრცე. 

 

  • Andyrahman Architect-ის მიერ  დაპროექტებული რეზიდენცია Omah Boto House ინდონეზიაში, აღმოსავლეთ იავას რეზიდენციაში. ნაგებობისთვის გამოყენებულია წითელი აგური, რომელიც რეგიონში ძირითადი სამშენებლო  მასალაა. სახლი ორი ტაძრის მახლობლად მდებარეობს და შესაბამისად, ტრადიციული და თანამედროვე დიზაინის ელემენტებს აერთიანებს. 

 

 

  • საერთაშორისო აეროპორტი „პეკინი დასინი“. Zaha Hadid Architects-ის პროექტი.  შენობის ყველა სართულის ფართობი ჯამში 700 ათასი კვადრატული მეტრია. ნაგებობა წარმოადგენს ხუთქიმიან კონსტრუქციას, რომლის ე.წ. ქიმები თემატურადაა შექმნილი და ეხმიანება ჩინური კულტურის ისეთ ელემენტებს, როგორებიცაა: ტრაფარეტული ბეჭდვა, ჩაი, ფაიფური, სოფლის მეურნეობა და ჩინური ბაღები. 

 

  • ივ სენ-ლორანის სახელობის მუზეუმი მარაქეშში. პროექტი Studio KO-ის არქიტექტორებმა ოლივერ მარტიმ და კარლ ფურნიერმა შექმნეს. მათი მიზანი იყო აეშენებინათ ნაგებობა, რომელიც თანაბრად უპასუხებდა თანამედროვე ტრენდებსა და მარაქეშის კოლორიტს. შესაბამისად, გამოიყენეს ადგილობრივი აგური, თიხა და ზედაპირის მოპირკეთების მოზაიკური პრინციპი – ტერაცო. შენობის ფასადი ვარდისფერ ტონებშია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მარაქეში „წითელ ქალაქადაა“ ცნობილი.   

 

 

  • პროექტი Opus დუბაიში. Zaha Hadid Architects-ის პროექტი.  შენობის კონსტრუქცია მოძრავი კუბის შთაბეჭდილებას ტოვებს. შენობის შუაგულში არსებული სიცარიელე ნაგებობას ორ ცათამბჯენად ყოფს. ისინი იყოფიან და 71 მეტრის სიმაღლეზე ისევ ერთიანდებიან ასიმეტრიული ერთგვარი ხიდით. შუშის ფასადის გამო კონსტრუქცია ფუტურისტულად გამოიყურება.  

 

 

 

  • კომპანია BuroLandschap-ის მიერ დაპროექტებული წრიული ტრასა ველოსიპედებისთვის ლიმბურგში (ბელგია). სპირალური გზა მიწის დონიდან 10 მეტრით მაღლდება და ტყის თავზე ფრენის შთაბეჭდილებას ტოვებს. ტრასა წარმოადგენს რეგიონის 272 ველომარშრუტისგან შემდგარი ქსელის ნაწილს.

 

 

ვებპლატფორმა ArchDaily-ის 2019 წლის რჩეული არქიტექტურული პროექტების სრული ვერსია.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.