fbpx

2019 წლის 100 საუკეთესო ფოტო – National Geographic


გააზიარე სტატია

 

ჟურნალმა National Geographic-მა 2019 წელი შეაჯამა და გამოცემაში გამოქვეყნებული ათასობით ფოტოდან 106 ავტორის 100 საუკეთესო ნამუშევარი გამოავლინა.

წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს.

  • მონა ლიზა. ავტორები: პაოლო ვუდსი და გაბრიელა გალიმბერტი. National Geographic-ის ფოტოგრაფიის მიმართულების რედაქტორის, უიტნი ჯონსონის თქმით, ფოტო წლის ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია, ეს ის შემთხვევაა, როცა კარგად ნაცნობი ნახატი უცნობი ინტერპრეტაციით, ახლებური ხედვითაა დანახული და აჩვენებს,  რა ხდება ლუვრის მუზეუმის კულისებში.  
  • პეტრონელლა ჩიგუმბურა – „აკაშინგას“ წევრი. ზიმბაბვე. ავტორი: ბრენტ სტირტონი. „აკაშინგა“ – ბრაკონიერებთან მებრძოლი ორგანიზაციაა, რომლის წევრები უმეტესად ქალები არიან. ორგანიზაცია მეტწილად სოციალურად დაუცველ ქალებს ასაქმებს. პეტრონელლამ პირველი ხელფასით შვილებისთვის სასკოლო ფორმები შეიძინა და სხვა ხარჯები გაისტუმრა. 
  • ოლ-პეხეტის საკონსერვაციო პარკის (კენია) თანამშრომელი ემშვიდობება მარტორქას სახელად სუდანს. (ავტორი: ემი ვიტალე). 45 წლის სუდანი კენიაში უკანასკნელი თეთრი მამრი  მარტორქა იყო და მწვავე დაავადების შედეგად დაიღუპა. ამჟამად ცოცხალი რჩება ამ სახეობის მხოლოდ ორი მდედრი ინდივიდი. კონსერვაციონისტებს იმედი აქვთ, რომ სახეობის გადაშენებისგან დაცვას შეძლებენ.

 

  • „კავაი“ ძაღლები ტოკიოს უენოს პარკში. ავტორი: დევიდ გუტტენფელდერი. „კავაი“ (可愛い) იაპონურად „საყვარელს“ ნიშნავს (ინგლისური ანალოგი: Cute, Adorable) და იაპონური პოპკულტურის ნაწილი გახდა. იაპონია „კავაი“ კულტურის ექსპორტს ეწევა  ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მოდის ინდუსტრია, ვიდეოთამაშები და ანიმაციური ფილმები.

 

  • როცა ყინული დნება, ოკეანის მარილი ფსკერზე ილექება და წყლის ზედა ფენები სასმელად ვარგისი ხდება. ფოტოზე შარლოტა ნაკიტაკვიკია, კანადის ჩრდილოეთში მდებარე არქტიკული სოფლის მკვიდრი.  

 

  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები ტემპერატურას უზომავენ კონგოს პატარა სოფლის მკვიდრს, მასიკა მუგანირას. გოგონა ერთადერთია დიდი ოჯახიდან, რომელიც ებოლას ეპიდემიას ცოცხალი გადაურჩა. ამჟამად მასიკაზე ნათესავები  ზრუნავენ. 

 

  • 14 წლის გოგონა და პატარა ალპაკა. პერუს ჩრდილოეთში მდებარე მთიანი რეგიონიდან,  უაილიასიდან.

 

  • ვალიეჰოს (კალიფორნია) SETI-ს ინსტიტუტის მეცნიერი ლოურენს დოილი დელფინებთან და ვეშაპებთან საკომუნიკაციო სისტემებს და მეთოდებს იკვლევს.

 

  • მგალობელი ბეღურები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში კონტრაბანდისტების ტყვეობაში იყვნენ, ნაკრძალში გაუშვეს. მანამდე კი სპეციალურ ვოლიერში რეაბილიტაციის კურსი  გაიარეს.

ჟურნალ National Geographic-ის 2019 წლის საუკეთესო ფოტოების სრული ვერსია

 

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.