fbpx

სანტა ბარბარას კინოფესტივალზე “შინდისს” უჩვენებენ


გააზიარე სტატია

15-25 იანვარს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება სანტა ბარბარას საერთაშორისო კინოფესტივალი, სადაც დიმიტრი ცინცაძის ფილმს, “შინდისს” უჩვენებენ

“შინდისი” რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული და გვიყვება სოფელზე, რომელშიც ომმა გადაიარა. მთავარ როლებს ფილმში გოგა პიპინაშვილი, დათო ბახტაძე და თამუნა აბშილავა ასრულებენ. ფილმის მსოფლიო პრემიერა ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც გრანპრი და საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მოიპოვა. “შინდისის” ჩვენებები სანტა ბარბარაში 21, 22 და 24 იანვარს გაიმართება. 

სანტა ბარბარას საერთაშორისო კინოფესტივალი წელს 35-ედ ჩატარდება. წლების განმავლობაში იგი  ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი წამყვანი კინოღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს 95 000 სტუმარს და 200-ზე მეტი ფილმის ჩვენებას.

წელს სანტა ბარბარას კინოფესტივალის საპატიო სტუმრები იქნებიან – ბრედ პიტი, ლაურა დერნი, სკარლეტ იოჰანსონი, ადამ დრაივერი და რენე ზელვეგერი.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.