fbpx

ეს იაპონური თეორია ცხოვრების აზრს გაპოვნინებთ


გააზიარე სტატია

პოსტმოდერნისტულ დასავლურ სამყაროში ადამიანები აღარ არიან ისეთი რელიგიური, როგორც – ადრე. პატრიოტიზმი მთავრობისადმი უნდობლობით ჩანაცვლდა, ხოლო წარმატების მიღწევა გართულდა. შედეგად, უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხდება სასოწარკვეთილი. 

მიზანდასახულობის ნაკლებობამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს მენტალური ჯანმრთელობის დარღვევას და დეპრესია გამოიწვიოს. 

საბოლოო შედეგმა შესაძლოა, ძილის დარღვევამდე და სუიციდური ფიქრების წარმოქმნამდეც კი მიგვიყვანოს. 

ამ ძველი იაპონური კონცეპტის მიხედვით, რომელსაც ikigai ჰქვია  (iki – ცხოვრება, gai – ღირებულება), უნდა გამოვძებნოთ რაღაც, რისთვისაც ღირს ცხოვრება. 

 

მთელი იკიგაის კონცეფცია 4 შეკითხვას ეფუძნება:

  1. რა გიყვარს?
  2. რა გამოგდის კარგად?
  3. რას ითხოვს სამყარო შენგან?
  4. რა საქმის კეთება შეგიძლია ანაზღაურების სანაცვლოდ?

საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ, მეოთხე შეკითხვა გამოტოვოთ და დარჩენილ სამზე დაფიქრდეთ.  ამ ყველაფრის იდეა მხოლოდ საკუთარი მიზნის პოვნა კი არ არის, არამედ მას აქვს პრეტენზია, თქვენ გარშემო ყველაფერი დააბალანსოს. 

იკიგაი მხოლოდ ინდივიდის საჭიროებებს როდი აგვარებს. იაპონელებისათვის იკიგაის სოციალური დატვირთვაც აქვს, ის აწესრიგებს და განგასაზღვრინებთ საკუთარ როლს  ოჯახში, მეგობრების წრეში და სამსახურში. ტრადიციულად, კაცების იკიგაი (ცხოვრების მიზანი, აზრი) მათ სამსახურსა და კარიერასთან ასოცირდება, ხოლო ქალებისა – დედობასა და ოჯახთან. 

 

იკიგაის  ავტორები გვირჩევენ, თუ გვსურს ჩვენი ცხოვრების მიზნის პოვნა, უნდა შევადგინოთ სამი სახის სია:

  1. რა არის ჩვენი ღირებულებები
  2. რისი კეთება მოგვწონს
  3. რა გამოგვდის კარგად

ის, რაც  ჯვარედინა სექციაში მოხვდება, არის თქვენი იკიგაი.

ანთროპოლოგი იზა კავეძიჟა წერს, რომ ასაკოვან იაპონელებთან საუბარისას გამოიკვეთა, რომ ისინი იკიგაის მიიჩნევენ რაიმედ, რაშიც ადამიანი დახელოვნებულია. იკიგაის კონცეფცია უკაშირდება  იაპონიის კუნძულ ოკინავას, რომელზე დასახლებული ადამიანებიც საკმაოდ დიდხანს ცოცხლობენ. მათი დიდი ნაწილი ამას სწორედ იკიგაის უმადლის. 

თუმცა არის ერთი უსიამოვნო მომენტი: თუკი ადამიანის იკიგაი დაკავშირებულია მის საქმიანობასთან, მან შესაძლოა, ოჯახს და მეგობრებს ვეღარ დაუთმოს სათანადო ყურადღება. თავად იაპონელებისთვისაც არ არის მარტივი იკიგაის მიღწევა. 2010 წლის კვლევის მიხედვით, გამოკითხულ იაპონელთა მხოლოდ 31% ამბობს, რომ მათ მიაღწიეს იკიგაის. 

 

საინტერესოა, რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი აღწევს იკიგაის, ნუთუ ამით მთავრდება ყველაფერი?

ჩინეთის რეგიონის,  ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის პროფესორი  გორდონ მეთიუსი ამბობს, რომ იკიგაის მიღწევით არათუ მთავრდება ცხოვრების აზრის ძიება, არამედ ადამიანი ახალ საფეხურზე გადადის, როცა  უღრმავდება საკუთარ სოციალურ როლსა და თვითრეალიზაციას.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.