fbpx

ბებიებმა ურალში მიტოვებული არყის ქარხანა არალეგალურად აამუშავეს


გააზიარე სტატია

ჩელიაბინსკის საოლქო სასამართლო განიხილავს სამი პენსიონერი ქალის საქმეს, რომლებმაც ქალაქ ვერხნეურალსკის დახურულ სპირტიანი სასმელების ქარხანაში არყის იატაკქვეშა წარმოება გააჩაღეს. რეგიონის პროკურატურის განცხადებით, დაკავებისას ბებიებს უკვე 25 მილიონი რუბლი (400 000 დოლარი) ჰქონდათ გამომუშავებული.

აღნიშნული სპირტიანი სასმელების ქარხანა 2001-2016 წლებში უშვებდა პროდუქციას,  რის შემდეგაც ის დალუქეს, აგრეგატები კი მუშა მდგომარეობაში დატოვეს. გამოძიების ინფორმაციით, “პენსიონერმა ქალებმა დაიქირავეს ადგილობრივები და არამარკირებული ალკოჰოლური სასმელის წარმოება დაიწყეს.”

2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის მარტამდე იატაკქვეშა სპირტიანი სასმელების ქარხანამ 7.1 მილიონი მანეთის ღირებულების 40 ათასი ბოთლი არაყი გამოუშვა. დამატებით 18.5 მილიონი მანეთის ღირებულების 90 ათასი ბოთლი არყის გამოშვება ადგილზე მოულოდნელად მისულმა პოლიციამ ჩაშალა. ქარხნის მეპატრონეების  ზარალმა 540 ათასი მანეთი შეადგინა. 

ამჟამად პენსიონერებს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით ედავებიან: არამარკირებული ალკოჰოლური პროდუქციის ჯგუფური წარმოება განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ყალბი ეტიკეტების დამზადება და სხვისი სავაჭრო ნიშნის გამოყენება. საქმეს  ქალაქ ვერხნეურალსკის რაიონული სასამართლო განიხილავს.

 

ორიგინალი: https://ura.news/news/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.