fbpx

როგორ აქცია ბედნიერება “პოზიტიურმა აზროვნებამ” მოვალეობად და ტვირთად


გააზიარე სტატია

სამყაროში ყველა მოგვიწოდებს, რომ ვიყოთ ბედნიერი ან გამოვიყურებოდეთ ბედნიერად:  არსებობს წიგნები რჩევებით იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შევწყვიტოთ წუხილი, გავხდეთ უფრო ბედნიერები და განვდევნოთ უარყოფითი აზრები. უფროსებს სურთ, რომ  სამუშაო სივრცეში მუდამ ენთუზიაზმით სავსე, მოღიმარ თანამშრომლებს ხედავდნენ. შეკითხვაზე – ”როგორ ხარ?” ხალისიანად უნდა ვპასუხობდეთ და აუცილებლად  ვამბობდეთ, რომ კარგად ვართ. თუმცა, აალბორგის უნივერსიტეტის პროფესორის, სვენტ ბრინკმანის აზრით, პოზიტიური აზროვნების კულტურას ბნელი მხარე აქვს.

“არ არის ადეკვატური, ცხოვრების ნებისმიერ სირთულეს ბედნიერებით ვპასუხობდეთ, უფრო მეტიც, ემოციების გაყალბება სულიერ მდგომარეობაზე მძიმედ აისახება

– აღნიშნავს ბრინკმანი დანიურ ბესტსელერში  – “იდექით მტკიცედ – შევეწინააღმდეგოთ თვითსრულყოფის მანიას,” რომელიც ინგლისურ ენაზე  საერთაშორისო გამომცემლმა Polity-მ გამოაქვეყნა.  

”მე მჯერა, რომ ჩვენი აზრები და ემოციები უნდა ასახავდეს სამყაროს. როდესაც რამე ცუდი ხდება, ჩვენში ნეგატიური აზრები და გრძნობები უნდა გაჩნდეს, რადგან ასე გვესმის სამყარო,” – ამბობს პროფესორი. 

”ცხოვრება მშვენიერია, მაგრამ ამავე დროს ტრაგიკულიცაა. ჩვენ გარშემო იღუპებიან ადამიანები, ვკარგავთ საყვარელ ხალხს და თუ ჩვენ  მიჩვეულები ვიქნებით მხოლოდ პოზიტიურ აზრებს, მაშინ ცხოვრებაში მომხდარმა ტრაგიკულმა მოვლენებმა შესაძლოა, კიდევ უფრო მძლავრი დარტყმა მოგვაყენოს”.

“ზოგიერთს ბუნებრივად აქვს მოვლენების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება და ამაში ცუდი არაფერია, არც უცნაური თვითდახმარების წიგნის წინააღმდეგ ვილაშქრებ, უბრალოდ, პრობლემა ბედნიერების აუცილებლობად გადაქცევის ვალდებულებაა.

 

მაგალითად, სამუშაო ადგილებზე, ჭეშმარიტ სირთულეებთან გამკლავების ნაცვლად,  დაჟინებით ითხოვენ პოზიტივის ზრდას.

იყო მუდმივად ბედნიერი თითქმის ტოტალიტარული მოთხოვნაა და თანამშრომელთა “აზრებზე კონტროლს” უტოლდება”, – აღნიშნავს ბრინკმანი.

2016 წლის მაისში აშშ-ის შრომის მიმოხილვის ეროვნულმა კომისიამ  დაადგინა, რომ დამსაქმებლებს არ აქვთ უფლება, აიძულონ თანამშრომლები გამოიყურებოდნენ მუდმივად ბედნიერად. მრავალი კომპანია ხარჯავს დიდ თანხას თანამშრომელთა ბედნიერების გამო, თუმცა ეს არ არის ალტრუიზმი. 

 

“გუნდში მუშაობისას ადამიანის პიროვნული თვისებები უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენ მათ უფრო დიდ ყურადღებას ვაქცევთ, რადგან გვინდა, რომ ადამიანები და მათი ემოციური ცხოვრება გამოვიყენოთ”, – ამბობს ბრინკმანი.

”ვფიქრობ, ეს პოზიტიური აზროვნების ბნელი მხარეა. ასეთ დროს ჩვენი გრძნობების განივთება მიმდინარეობს, რაც იმას  ნიშნავს, რომ ჩვენ ვუუცხოვდებით საკუთარ, ნამდვილ გრძნობებს”. 

ბედნიერების ვალდებულება არ არის მხოლოდ სამსახურებში არსებული პრობლემა. სანამ რიტუალურად ვპასუხობთ, “გმადლობთ, კარგად” შეკითხვაზე, თუ როგორ ვართ, არსებობს რისკი ჩვენი პოზიტიური საჯარო სახეები მზარდად დომინირებდნენ სოციალურ სფეროებზე. მიუხედავად იმისა, რომ მახვილგონივრული, ენერგიული ატმოსფერო სასიამოვნოა, თავაზიანი პოზიტიურობა არ უნდა კრძალავდეს  ტრავმებისა და კრიზისების განხილვას ახლო მეგობრებთან.

 

რა თქმა უნდა, თვითსრულყოფით შეპყრობა ბედნიერების წნეხს უკავშირდება. ბრინკმანი ამბობს, რომ წიგნებმა, რომლებიც ხალხს ასწავლიან, თუ  როგორ უნდა იპოვონ ბედნიერება, შეიძლება მავნე ემოციურ პერსპექტივას შეუწყონ ხელი.

იდეა, რომელიც ბედნიერად ყოფნის იძულებას გულისხმობს,   ასევე მოიაზრებს იმას, რომ უბედური ადამიანები თავადვე არიან  დამნაშავეები საკუთარ უბედურებაში.

ნეგატიური ემოციები მნიშვნელოვან და ჯანსაღ  როლს თამაშობს იმაში, თუ როგორ ვრეაგირებთ სხვადასხვა მოვლენაზე. 

დანაშაულისა და სირცხვილის გრძნობის ქონა მორალის აუცილებელი  ნაწილია. აღშფოთება კანონიერი პასუხი უსამართლობაზე.

სევდა ტრაგედიის გაცნობიერებაში  გვეხმარება.
ბედნიერებაც დიდებული განცდაა, თუმცა  არა ნებისმიერ დროს.



მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.