fbpx

2019 წლის საუკეთესო სურათები სპორტიდან


გააზიარე სტატია

სპორტს აქვს გასაოცარი უნარი, რომ საზოგადოებაზე დადებითი გავლენა მოახდინოს. ეს სფერო მსოფლიოს ყოველდღიურად ცვლის და ერთგვარი პლატფორმაა, რომლის ფარგლებშიც ადამიანები იკრიბებიან და ერთიანობის შეგრძნებით მხარს უჭერენ საყვარელ გუნდებს/პიროვნებებს.

გთავაზობთ ბრიტანული გამოცემის, The Guardian-ის მიერ გამოვლენილ 2019 წლის საუკეთესო სურათებს სპორტში. 

“გასულ წელს მე გამიმართლა, რომ კვლავ ვთამაშობდი. ახლა ჩემპიონი გავხდი, გამარჯვებებს შორის 22 წელი კი დიდი დროა, მაგრამ ჩემთვის უბრალოდ არარეალურია ასეთი გამოცდილება”.  ტაიგერ ვუდსი

“როდესაც ხალხი იძახის სახელს –  “როჯერი”, მესმის “ნოვაკი”. სულელურად ჟღერს, მაგრამ ასეა”.  ნოვაკ ჯოკოვიჩი

“ზოგჯერ მაინტერესებს, როგორ ვაკეთებ ამას. ვგრძნობ, რომ ეს მხოლოდ მე არ ვარ. ვისურვებდი, რომ გარედან შემეძლოს ჩემს თავზე დაკვირვება, რადგან ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ვგიჟდები”.   საიმონ ბაილსი

“თუ თქვენ ყოველთვის უფრო მეტი გსურთ, მაშინ ბედნიერი ვერასდროს იქნებით. გსურთ მეტი ფული, უფრო დიდი სახლი, ახალი ნავი, კიდევ უფრო ლამაზი გოგონა! ასე არ შეიძლება – მე არ მომწონს იმედგაცრუება. თქვენ მადლიერი უნდა იყოთ იმ ყველაფრისთვის, რაც ცხოვრებაში გაქვთ”.  რაფაელ ნადალი მე-12 French Open-ის ტიტულის მოპოვების შემდეგ

“თქვენ უბრალოდ მსუბუქად გრძნობთ თავს. გრძნობთ, რომ ყველაფერი მშვენიერია”.   სიმონა ჰალეპი Wimbledon-ის გამარჯვების შემდეგ

“თქვენი მესიჯი უარყოფს ხალხს. თქვენ მე უარმყოფთ. თქვენ უარყოფთ ადამიანებს, რომლებიც ჩემსავით გამოიყურებიან. თქვენ უარყოფთ ფერადკანიან ადამიანებს. თქვენ უარყოფთ ამერიკელებს, რომლებმაც შესაძლოა მხარი დაგიჭირონ.  მე ვფიქრობ, რომ უნდა გავითვალისწინოთ ის გზავნილი, რომელიც თქვენ გაქვთ  – “გახადეთ ამერიკა კვლავ დიდებული”.   მეგან რაპინოე დონალდ ტრამპზე

“არასდროს ვოცნებობდი ასეთი დღის შესახებ. როდესაც ბავშვი ვიყავი, მხოლოდ და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რას შევჭამდი სადილზე”. სია კოლისი, სამხრეთ აფრიკის კაპიტანი

“მე ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ ლივერპულიდან, რომლის ოცნებაც ახდა”. – ტრენტი ალექსანდრე-არნოლდი

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.