fbpx

ყავის ჭიქები, საიდანაც გადაგდების შემდეგ ხე ან მინდვრის ყვავილი იზრდება


გააზიარე სტატია


იმის ნაცვლად, რომ თქვენი ერთჯერადი ჭიქა ნაგავსაყრელზე მოისროლოთ, მალე შეძლებთ, დარგოთ და ნახოთ,  როგორ ამოიზრდება მისგან ხე ან მინდვრის ყვავილი.

ამერიკელები დღეში 400 მილიონ ერთჯერად ყავის ჭიქას მოიხმარენ.

მოხმარების შემდეგ თითქმის ყველა მათგანის საბოლოო ადგილი ნაგავსაყრელზე ან ოკეანეშია, სადაც მათ დაშლას 50 წელი სჭირდება.

დანაგვიანების გარდა, ერთჯერადი ჭიქები პლანეტის გაუტყიანებასაც იწვევენ.

მხოლოდ Starbucks  წელიწადში მილიონობით ხეს ანადგურებს იმისთვის, რომ 4 მილიარდი არადეგრადირებადი ქაღალდის ჭიქა დაამზადოს.

კალიფორნიელმა მეწარმემ გამოსავალს მიაგნო: აწარმოოს ბიოდეგრადირებადი ჭიქები, რომელშიც ყვავილებისა და ხეების თესლია მოთავსებული.

ჭიქების გადამუშავების შედეგად აღმოცენებული მცენარეები ტყის მასივის ჩეხვის კომპენსირებას ნაწილობრივ  შეძლებენ.

მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, თვითონ აირჩიონ მცენარის თესლი და ასევე მიიღებენ დარგვასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს.


მათ, ვინც ყავას გზად სვამს, შესაძლოა ეს ყველაფერი ზედმეტ შრომად მოეჩვენოს, თუმცა  შესაძლებლობა ექნებათ, გამოყენებული ჭიქები ყავის მაღაზიაში, სპეციალურ კონტეინერში მოათავსონ, საიდანაც  ჭიქებს მწარმოებლები კალიფორნიის ერთ-ერთ პარკში წაიღებენ.

სტარტაპ Reduce. Reuse.Grow.-ის მიერ დამზადებული ჭიქები დაფარულია ბიოდეგრადირებადი მასალით (PLA – პოლილაქტის მჟავა), რომელიც 3-6 თვეში იშლება.  მცენარეთა თესლი ჭიქის ქაღალდის ნაწილშია მოთავსებული.

ჭიქების ფასი 1 პენის ნაცვლად 2 ცენტი იქნება, რაც არც ისე ბევრია, მაგრამ როცა წელიწადში 4 მილიარდს ყიდი, თანხა გროვდება (ჰმ… Starbucks), – აღნიშნავს  Forbes.

მომხმარებელთა წნეხით შესაძლოა, ყავის გიგანტმა რამდენიმე წლის წინ დადებული პირობა შეასრულოს და  ბიოდეგრადირებადი ჭიქები გამოიყენოს. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.