fbpx

კონსიერჟი განებივრებთ


გააზიარე სტატია

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში „კონსიერჟ თბილისის“ საახალწლო კამპანიის შესახებ #გაანებივრე ინფორმაცია გამოჩნდა და მომხმარებლების დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს კამპანია იმით გამოირჩევა, რომ მასში არამხოლოდ ერთი მხარე, არამედ ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ყველა წამყვანი სასტუმრო და რესტორანია ჩართული, რაც ზრდის საქართველოს ტურისტულ პოტენციალს. ამგვარი წამოწყება პირველია საქართველოს ისტორიაში და შესაძლოა სწორედ ამის დამსახურებაა, რომ დიდი ყურადღება მიიქცია, თუმცა კამპანიაზე საუბარს ოდნავ მოგვიანებით დავუბრუნდებით.

უკვე ხუთი წელია „კონსიერჟ თბილისი“ ქართულ ბაზარზე გამოჩნდა. ამ წლების განმავლობაში კომპანია მნიშვნელოვნად განვითარდა და ყოველწლიურად უფრო მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს. წარმოიდგინეთ, თქვენ შეგიძლიათ ყოველდღიური რუტინული საზრუნავი გვერდით გადადოთ და ყველა მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება სანდო, პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს მიანდოთ. სწორედ ასეთია „კონსიერჟ თბილისი“, რომლისთვისაც ამოუხსნელი ამოცანები არ არსებობს.

„კონსიერჟ თბილისის მიდგომა ასეთია: არ არსებობენ უცნაური და კაპრიზული დამკვეთები. არსებობენ საინტერესო და მრავალფეროვანი სურვილების მქონე კლიენტები, რომლებიც საკუთარი მოთხოვნების  შესასრულებლად საჭიროებენ პროფესიონალიზმს და საქმისადმი ერთგულებას“, – ვკითხულობთ კომპანიის ვებ-გვერდზე.

ასეთი მიდგომა მომხმარებლების მიმართ საქართველოში იშვიათია და სწორედ ეს გამოარჩევს „კონსიერჟ თბილისს“ სხვებისგან.

ბოლო 5 წელიწადში  „კონსიერჟ თბილისმა“ დანერგა ცხოვრების წესის მართვის, მოგზაურობის დაგეგმვის, ბიზნეს კონსიერჟისა და ღონისძიებების ორგანიზების  სერვისი და თითოეული მიმართულებით მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და პროფესიონალურ მომსახურებას  სთავაზობს. სერვისების დასახელება ვერ იტევს იმ შინაარს, რომელსაც ის შეიცავს, რადგან თითოეული მათგანი მორგებულია ინდივიდუალურ შემთხვევებზე და ფაქტობრივად ფარავს ყველა იმ სურვილის ასრულებას, რომელიც მომხმარებელს შეიძლება ჰქონდეს. დაწყებული ორიგინალური საქორწინო ღონისძიების დაგეგმვიდან, ყველაზე უცნაური სურვილების ასრულებით დამთავრებული.

მხოლოდ 2019 წლის შეჯამება რომ გავაკეთოთ, კონსიერჟ თბილისის სახელს უკავშირდება ისეთი მასშტაბური ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა ევროპის დღეები- ევროკავშირის ყველაზე მაშტაბური აქტივობების გაცნობითი ღონისძიება საქართველოში, პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდადა რაც მთავარია „სტარტაპ გრაინდი“, ღონისძიება, რომელსაც 20 ქვეყნიდან 1700 მონაწილე ჰყავდა და არის ქვეყანაში ყველაზე მაშტაბური პროექტი სტარტ-აპ ეკოსისტემის განვითარების კუთხით.

საგულისხმოა ისიც, რომ „კონსიერჟ თბილისის“ ხუთწლიანი მუშაობა საქართველოს ტურისტულ პოტენციალზეც მნიშვნელოვნად აისახება, რადგან კომპანია სტუმარ-მასპინძლობის სხვა სიმაღლეზე აყვანას დიდ დროს უთმობს. ამის მაგალითია აშშ-დან და კანადიდან სტუმრად ჩამოსული 18 პოტენციური ინვესტორის შემთხვევა, რომლებსაც სურდათ სრულიად უნიკალური გამოცდილება მიეღოთ საქართველოში. გარდა იმისა , რომ უნდოდათ სრულიად არატურსტული ადგილების მონახულება, ადგილობრივებივით დროის ტარება და ქართული სულის შეგრძნება, მათი მოთხოვნა იყო რაიმე სახის სამხედრო აქტივობის გამოცდა, რადგან თავად სტუმრები ამერიკისა და კანადის შეიარეღებული ძალების უწყებებში მაღალი თანამდებობების მქონე პირები იყვნენ. „კონსიერჟ თბილისმა“ მათ დაუვიწყარი მასპინძლობა გაუწია. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ქართული ბრენდული სამხედრო მანქანები „ლაზიკა“ და „დიდგორი“ მოესინჯათ. დაეგემოვნებინათ ქართული უგემრიელესი კერძები, მოენახულებინათ უნიკალური ღირშესანიშნაობები და ქართულ სამხედრო ბაზარზე ეარსოფტიც ეთამაშათ.

„კონსიერჟული მომსახურება მთელ მსოფლიოში არსებობს, თუმცა რთული წარმოსადგენია ისეთი გუნდის პოვნა, როგორიც კონსიერჟ თბილისია. ჩვენი 18-კაციანი შემადგენლობა უცნაური სურვილებით ჩამოვიდა საქართველოში, თუმცა კონსიერჟ თბილისმა ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბა“, – ამბობდა ერთ-ერთი უცხოელი სტუმარი კომპანიის შესახებ. ასეთი ისტორიები კი კიდევ მრავალია.

ამგვარი დამოკიდებულება ტურისტული სფეროს მიმართ დიდ პერსპექტივას უქმნის საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე, რაც კონსიერჟ თბილისის მსგავსი კომპანიების დამსახურებაც არის. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსიერჟ თბილისის  მიერ წამოწყებული საახალწლო კამპანია #გაანებივრე, რომელიც ტურიზმის სფეროში ჩართულ ყველა წამყვან კომპანიას აერთიანებს. ისინი კონსიერჟ თბილისის  წევრებს საკუთარ რესტორნებსა თუ სასტუმროებში  უმასპინძლებენ და დაუვიწყარ გამოცდილებას  შესთავაზებენ. თავად კონსიერჟ თბილისი კი, მის მომხმარებლებს ერთწლიან საწევრო ბარათს ჩუქნის, რაც 2020-ის განმავლობაში პირადი კონსიერჟის მომსახურებით ნებივრობას ნიშნავს. ეს ყველაფერი კი იმისათვის რომ წევრებს ქონდეთ მეტი დრო ოჯახისთვის, მეგობრებისთვის და საყვარელი საქმისათვის.

საჩუქრებმა ადამიანების დიდი აღფრთოვანება გამოიწვია და კონსიერჟ თბილისს ემოციებით სავსე წერილებს სწერდნენ.

 

3,766 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.