fbpx

13 იანვარი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

17 წლის ვულფ ცუკიერმა NASA-ში სტაჟირების მესამე დღეს აღმოაჩინა პლანეტა, რომელიც ორ ვარსკვლავს ირგვლივ ბრუნავს

მოსწავლე სტაჟირებას ამერიკის კოსმოსურ სააგენტოში, მერილენდში გადიოდა. მას ტელესკოპ TESS-ის მონაცემების შესწავლა დაავალეს. მასალებთან მუშაობის მესამე დღეს ცუკიერმა ეკზოპლანეტა TOI 1338 b აღმოაჩინა. ეს ტელესკოპის მიერ ნაპოვნი პირველი პლანეტაა ბინარულ სისტემაში. პლანეტა დედამიწაზე 6.9-ჯერ მძიმეა და მზის სისტემიდან 1300 სინათლის წელიწადის მანძილზე მდებარეობს.

ვულფ ცუკიერი პლანეტის შესახებ სამეცნიერო სტატიის თანაავტორი გახდა. ნაშრომზე მასთან ერთად გოდდარდის ცენტრის, სან-დიეგოს და ჩიკაგოს უნივერსიტეტების სპეციალისტები მუშაობდნენ. 

An illustration of WASP-12b as it spirals in a death dance towards its star. The planet will meet its end in three million years.

ახალი პლანეტისთვის სახელწოდება ჯერ არ შეურჩევიათ, თუმცა თავად ცუკიერი მას ტატუინს ეძახის – „ვარსკვლავური ომების“ ერთ-ერთი პლანეტის პატივსაცემად, რომელიც ასევე ორ მზეს ირგვლივ ბრუნავს. 

წყარო: https://edition.cnn.com

 

ოქროს გლობუსის დაჯილდოებას 2021 წელს ტინა ფეი და ემი პოლერი წაიყვანენ

Image result for Tina Fey and Amy Poehler will be back to host the 2021 Golden Globes

 შეუდარებელი დუეტი ცერემონიას პირველად როდი წაიყვანს. ცერემონიის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ფეიმ და პოლერმა ოქროს გლობუსის ისტორიაში რამდენიმე ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი შექმნეს, ამიტომაც მსახიობების სცენაზე დაბრუნებას მოუთმენლად ელიან. 

წყარო: https://edition.cnn.com/

 

ოსკარის ცერემონია 2020 წელს წამყვანის გარეშე გაიმართება.

ოსკარის ისტორიაში ეს უკვე მესამე შემთხვევაა – არც გასულ წელს ჰყოლია და 1989 წელსაც წამყვანის გარეშე გაიმართა. ოსკარის დაჯილდოების ცერემონია 2020 წლის 9 თებერვალს ჩატარდება.

წყარო: https://edition.cnn.com/

 

ტიმოთი შალამე რეჟისორ ჯეიმს მენგოლდის ფილმში ბობ დილანის როლს შეასრულებს.

ბიოგრაფიული ფილმს საფუძვლად დაედო ელაიჯა უოლდის წიგნი „ბობ დილანის გადასვლა ელექტრონულ ჟღერადობაზე“. თავად დილანი კი კინოსურათის პროდიუსერი იქნება. 

წყარო: https://www.harpersbazaar.com/culture/film-tv/a30428562/timothee-chalamet-bob-dylan-biopic/

 

თრეილერი: ლეგენდარული ქეით ბლანშეტი სერიალში მთავარ როლს ასრულებს

Mrs. America — ასე ჰქვია ახალ სატელევიზიო შოუს, რომელიც 70-იან წლების ამერიკაში განვითარებული ფემინიზმის მეორე ტალღის სახელით ცნობილი მოვლენის შესახებ მოგვითხრობს. სერიალში ქეით ბლანშეტთან ერთად ვიხილავთ სარა პოლსონსაც. ბლანშეტი შოუში კონსერვატიული ღირებულებების მქონე ფილის შლაფლაის, ყოფილ მის ამერიკას განასახიერებს, რომელიც ფემინისტურ მოძრაობას ებრძვის.

წყარო: https://www.youtube.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.