fbpx

მსოფლიოს ეკოხიდები ცხოველებისთვის მაგისტრალების უსაფრთხოდ გადასაკვეთად


გააზიარე სტატია

ცხოველებისთვის მოწყობილი ხიდებისა და გვირაბების, ე.წ. ეკოხიდების მშენებლობა გასული საუკუნის 50-იან წლებში საფრანგეთში დაიწყო. პროექტის მეშვეობით ცხოველები ავტომაგისტრალებს უსაფრთხოდ კვეთენ. 

საფრანგეთის ინიციატივას მალევე შეუერთდნენ ევროპის სხვა ქვეყნებიც და დღეს ევროპა ამ სექტორის განვითარების კუთხით ლიდერია მსოფლიოში. მხოლოდ ნიდერლანდებში 1000-მდე ეკოხიდი ფუნქციონირებს, რომლებითაც მაჩვები, ირმები და ტახები სარგებლობენ. 

  • ნიდერლანდები
  • ეკოხიდი ჩრდილოეთ ბარბანტის პროვინციაში (ნიდერლანდები)

 

 

საგულისხმოა ისიც, რომ ეკოხიდებს გადაადგილებისთვის უხერხემლოებიც, მაგალითად, პეპლები, ხოჭოები, ფუტკრები და ობობები იყენებენ. 

ფუტკრებისთვის მოწყობილი სკები ტრასაზე (ნორვეგია)

  • ეკოხიდი ბელგიაში
  • გერმანია

მეცნიერების თქმით, დათვები და მგლები ყველაზე პრობლემურები არიან, რადგან მინიმუმ 5 წელი სჭირდებათ შეეჩვიონ სიახლეს, თავი უსაფრთხოდ იგრძნონ და ხიდებით სარგებლობა დაიწყონ.

  • გვირაბი ბანფის ნაციონალურ პარკში, ტრანს-კანადის გზატკეცილის ქვეშ

2019 წლის მონაცემებით, ეკოხიდების მეშვეობით მნიშვნელოვნად შემცირდა როგორც ცხოველთა დაღუპვის, ასევე ავტოსაგზაო შემთხვევები. ცხოველთა დაცვის სხვადასხვა ორგანიზაციის მტკიცებით კი, იმ ქვეყნებში, სადაც ეკოხიდების ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ, ამა თუ იმ სახეობის ცხოველთა გამრავლების მაჩვენებელიც გაიზარდა, რადგან მათი გავრცელების რეგიონები ერთმანეთს დაუკავშირდა და მიგრაციის საშუალება მიეცათ.

  • სინგაპური
  • გვირაბი კენიაში

ეკოხიდების მშენებლობა საკმაოდ შრომატევადი პროცესია, რადგან დაპროექტებისას ისეთი ფაქტორების ერთობლივად შესწავლა და გათვალისწინება უწევთ, როგორებიცაა: ცხოველთა მიგრაციული მარშრუტები, მათი ქცევითი თავისებურებები, ლანდშაფტისა და ტრასების ყველაზე სახიფათო მონაკვეთების ანალიზი და ა.შ. ამის ერთ-ერთი სპეციფიკური მაგალითია გადასასვლელი ეკოხიდი კიბორჩხალებისათვის, ავსტრალიის შობის კუნძულზე, ასევე ავტომაგისტრალზე გადებული თოკის ხიდი თუთიყუშებისა და ციყვებისათვის ვიქტორიის შტატში (ავსტრალია)

  • კუებისა და სხვა წყალხმელეთა ცხოველების უსაფრთხო გადაადგილებისთვის სპეციალურ არხებს აგებენ.
  • ასე გამოიყურება ეკოხიდი ღამურებისთვის. სპეციალური კონსტრუქცია მათი მთავარი თავისებურების – ექოლოკაციის გათვალიწინებითაა შექმნილი, რაც სივრცეში ორიენტაციაში ეხმარებათ, მაღლა დაფრინავენ და მანქანებთან შეჯახებას თავიდან იცილებენ.
  • ღამურებისათვის ზოგჯერ სრულიად დახურულ კონსტრუქციას აგებენ.
  • ფინეთი
  • ნიდერლანდები
  • კოლორადოს შტატი
  • გერმანია
  • კანადა

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.