fbpx

14 იანვარი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ჟაუტიკოვის ოლიმპიადაზე კომაროველმა მოსწავლემ თეიმურაზ თოლორაიამ უმაღლესი ქულა მიიღო

დასრულდა დაჯილდოების ცერემონიალი ჟაუტიკოვის ოლიმპიადაზე, რომელიც უხვმოსავლიანი აღმოჩნდა კომაროველი მოსწავლეებისათვის. 14…

Gepostet von Zaza Gamezardashvili am Montag, 13. Januar 2020

გუშინ დასრულდა მათემატიკის ნაშრომების შეფასება ჟაუტიკოვის ოლიმპიადაზე. დაფიქსირდა ორი აბსოლუტური შედეგი (42 ქულა 42 შესაძლებლიდან 266 მონაწილეს შორის) და ერთი შედეგი ამ ორიდან ეკუთვნის კომაროველ მოსწავლეს, თეიმურაზ თოლორაიას. 

შარშან ამავე ოლიმპიადაზე აბსოლუტური შედეგი ინფორმატიკაში დააფიქსირა ნიკოლოზ ბირკაძემ, რომელმაც წელს უკვე მათემატიკაშიც აიღო ოქრო და გახდა პირველი მოსწავლე, რომელმაც ჟაუტიკოვის ოლიმპიადაზე ორ სხვადასხვა საგანში აიღო ოქროს მედალი. ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქზე თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი ზაზა გამეზარდაშვილი ავრცელებს. 

 

ნიკა აგლაძის დასახმარებლად აუქციონი და გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

 

No photo description available.ნიკა აგლაძეს, ინტელექტკლუბის გამორჩეულ მოაზროვნეს, ისტორიკოსსა და ლიტერატორს აღმოაჩნდა თავის ტვინის კავერნომა. ნიკას უკვე ჩაუტარდა ერთი ოპერაცია თურქეთში, რომელიც სამწუხაროდ, წარუმატებელი აღმოჩნდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 22 იანვარს დაინიშნა გადაუდებელი ოპერაცია, რომლის ღირებულებაც 70 ათასი ევროა. 

18 იანვარს მწერალთა სახლში გაიმართება აუქციონი და გამოფენა-გაყიდვა ნიკას მხარდასაჭერად, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მწერლები, მხატვრები, გამომცემლები, მუზეუმები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, სტარტაპერები. 

გამოფენა-გაყიდვა დაიწყება 15:00 საათზე, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ცნობილი ქართველი მწერლების მემორიალური ნივთები და ხელნაწერები, თანამედროვე ქართული და თარგმნილი ლიტერატურა, ხელნაკეთი ნივთები, ფოტოები, სუვენირები. აუქციონი 16:30 საათზე დაიწყება. 

 

შეგახსენებთ, რომ აუქციონსა და გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია!

სურვილის შემთხვევაში, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე:

TBC: GE77TB7446645063600040 – ნიკოლოზ აგლაძე

BOG: GE14BG0000000131316927 – ნინა აგლაძე

დანიშნულებაში მიუთითეთ „ნიკასთვის“

 

TBC: GE77TB7446645063600040 – ნიკოლოზ აგლაძე

BOG: GE14BG0000000131316927 – ნინა აგლაძე

დანიშნულებაში მიუთითეთ „ნიკასთვის“

 

ჰაცუ ბაშოს მიმდინარე ტურნირზე ტოჩინოშინმა პირველი გამარჯვება მოიპოვა

 

ლევან გორგაძემ ონოშოს ოშიდაშის ილეთით მოუგო და მის ანგარიშზე ორი შეხვედრის შემდეგ ერთი მოგება და ერთი წაგებაა. ტურნირის მესამე დღეს, 14 იანვარს, გორგაძე დასავლეთის მე-8 მაეგაშირა რიუდენს შეხვდება, რომელთანაც აქამდე გამართული სამი ბრძოლიდან ორი მოიგო და ერთში დამარცხდა.

წყარო: https://i.ytimg.com

 

HBO-ს პოპულარული სერიალის – Westworld-ის მესამე სეზონის პრემიერა 2020 წლის 15 მარტს გაიმართება

სერიალის ავტორები თიზერში 2019 წელს მომხდარ რამდენიმე ისტორიულ მოვლენას ახსენებენ. მათ შორისაა ჰონგ-კონგში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა. 

თიზერში ასევე ნაჩვენებია მოვლენები, რომლებიც შესაძლოა მომავალში მოხდეს. მაგალითად, 2024 წლის სექტემბერში აშშ-ის პრეზიდენტის მკვლელობა, 2037 წლის თებერვალში რუსეთში სამოქალაქო ომის დაწყება, ეკოლოგიური კატასტროფების სერია. ავტორების ჩანაფიქრით, ეს ყველაფერი დედამიწას გარკვეულ კრიტიკულ მოვლენამდე მიიყვანს, რომელიც უცნობ ადგილას 2058 წელს მოხდება.

წყარო: https://www.youtube.com/

 

CBS “კრავთა დუმილის” სიქველს გადაიღებს

 

Jodie Foster Silence of the Lambsპროდიუსერებმა სერიალის გადაღება გადაწყვიტეს, რომლის მთავარი გმირიც კლარის სტარლინგი იქნება. სწორედ ეს პერსონაჟი განასახიერა ცნობილ ფილმში ჯოდი ფოსტერმა. მოვლენები 1993 წელს, “კრავთა დუმილში” მომხდარი ამბებიდან ერთი წლის შემდეგ განვითარდება. 

წყარო: https://variety.com

 

ნახეთ: 13 წლის ანჯელინა ჯორდანი ამერიკულ ნიჭიერში Bohemian Rhapsody-ის ასრულებს. 

წყარო: https://www.youtube.com/

 

დედოფალი ელიზაბეტ მეორე მეგან მარკლისა და პრინც ჰარის გადაწყვეტილებას სამეფო სტატუსის დატოვების შესახებ მხარს უჭერს 

Image result for Queen agrees 'transition' to new role for Harry and Meghan

დედოფალი ეთანხმება ცვლილების იმ პერიოდს, რომელსაც მეგანი და ჰარი კანადასა და დიდ ბრიტანეთში გაატარებენ. ის მხარს უჭერს მათ სურვილს, ჰქონდეთ ახალი, დამოუკიდებელი როლი, თუმცა ისურვებდა, რომ მათ სრული განაკვეთით სამეფო ოჯახის წევრებად ემუშავათ. ელიზაბეტ მეორის სიტყვებით, ჰარი და მეგანი სამეფო ოჯახის ღირებულ წევრებად რჩებიან, მისი საბოლოო გადაწყვეტილება კი რამდენიმე დღეში გამოცხადდება.

წყარო: https://www.bbc.com

 

 

 

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.