fbpx

თანამედროვე ფოტოგრაფების საყვარელი ფოტოწიგნები


გააზიარე სტატია

ალეკ სოტი 

ამერიკელი ფოტოგრაფის, ალეკ სოტის თქმით, მასზე დიდი გავლენა მოახდინა ისეთმა კლასიკურმა ფოტოწიგნებმა, როგორებიცაა: უოკერ ევანსის „გზავნილი ინტერიერიდან“ (1966) და სტეფან შორის „უჩვეულო ადგილები“ (1982). 

  • ფოტო უოკერ ევანსის ფოტოწიგნიდან „გზავნილი ინტერიერიდან“ 
  • ფოტო სტეფან შორის ფოტოწიგნიდან „უჩვეულო ადგილები“

ალეკ სოტის ფოტოწიგნებში გამორჩეული ადგილი მასაჰისა ფუკასეს „ყვავების მარტოობას“ (1991) უკავია.  ფოტოგრაფის თქმით, ამ იშვიათი გამოცემის ხელში ჩაგდებაზე უამრავი პროფესიონალი ფოტოგრაფი ოცნებობს, მას კი გაუმართლა, რადგან ფოტოწიგნს შემთხვევით, წიგნების მაღაზია Barnes & Noble-ის ონლაინ კატალოგის თვალიერებისას გადააწყდა. 

მასაჰისა ფუკასეს „ყვავების მარტოობა“ ფოტოგრაფის ავტობიოგრაფიული ნამუშევარია. ყვავების თემა მის შემოქმედებაში ცოლთან განშორების შემდეგ გამოჩნდა. საყვარელ ქალთან დაშორება  განიცადა, რასაც ალკოჰოლზე დამოკიდებულება  და თვითმკვლელობის მცდელობაც კი მოჰყვა. „ყვავების მარტოობა“ – ფოტოგრაფის პირადი განცდების, მარტოსულობისა და საკუთარ დემონებთან ბრძოლების შედეგია.  

  • ფოტოები მასაჰისა ფუკასეს „ყვავების მარტოობიდან“

 

ალექს პრეიგერი 

თანამედროვეობის ერთ-ერთი ცნობილი ფოტოგრაფი და რეჟისორი ალექს პრეიგერი თავის კოლექციაში ისეთი გამოცემებით ამაყობს, როგორებიცაა: ბრასაის „30-იანი წლების უცნობი პარიზი“, მარტინ პარის „უკანასკნელი თავშესაფარი“ და დიანა არბუსის „დიაფრაგმის მონოგრაფია“.

  • ფოტო ბრასაის ფოტოწიგნიდან “30-იანი წლების უცნობი პარიზი“
  • ფოტო მარტის პარის „უკანასკნელი თავშესაფრიდან“
  • დიანა არბუსი „დიაფრაგმის მონოგრაფია“

ალექს პრეიგერის მდიდარ კოლექციაში მთავარ ფოტოწიგნად 1976 წლის „უილიამ ეგლსტონის გზამკვლევი“  ითვლება. მისი თქმით, სწორედ ამ წიგნმა და ეგლსტონის ფერთა სამყარომ განსაზღვრა მისი პროფესიული მომავალი.  

  • ფოტო „უილიამ ეგლსტონის გზამკვლევიდან“

 

ტოდ ჰიდო 

თანამედროვე კონცეპტუალისტმა ფოტოგრაფმა ტოდ ჰიდომ ფოტოწიგნების შეგროვება 18 წლის ასაკიდან დაიწყო და ამჟამად მის კოლექციაში 6000 მეტი გამოცემა ინახება. მის საყვარელ ნამუშევრებს შორისაა: გრეგორი ჰელპერნის „ZZYZX“, რომელშიც ავტორი ბიბლიურ სიმბოლოებს და პერსონაჟებს თანამედროვე კალიფორნიაში ეძებს.

  • გრეგორი ჰელპერნი „ZZYZX“

ტოდ ჰიდოს აზრით, 2019 წლის ერთ-ერთი გამორჩეული ფოტოწიგნი სკანდალურად ცნობილ სალი მანს ეკუთვნის, რომელმაც გამოცემაში „ათასი გზაჯვარედინი“ უარი თქვა თავის ჩვეულ ხელწერაზე – ბავშვების თემატიკაზე და აქცენტი ამერიკული სამხრეთის ისტორიასა და ბუნებაზე, ნაციონალურ იდენტობაზე გააკეთა.

  • ფოტო სალი მანის წიგნიდან „ათასი გზაჯვარედინი“

„ჩემს ბიბლიოთეკაში არის წიგნი, რომელსაც გაშლილი სახით ვინახავ. მასში არის ფოტოები, რომელთაც 10 წელია ვაკვირდები და არასოდეს მბეზრდება“, – ამბობს ტოდ ჰიდო. ფოტოგრაფი ამერიკელი გალერისტის, მეცენატისა და არტ-ფოტოგრაფიის ფუძემდებლის, ალფრედ სტიგლიცის ორტომეულს – „Alfred Stieglitz: the Key Set“-ს გულისხმობს. ფოტოწიგნში შესული მასალა ცნობილი მხატვრის, ჯორჯია ო’კიფის მიერ გადარჩეული გამოსახულებებით შეიქმნა, რომელიც არტისტმა საჩუქრად ვაშინგტონის ნაციონალურ გალერეას გადასცა.

  • Alfred Stieglitz: the Key Set

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.