fbpx

მერაბ ნინიძისა და ბენედიქტ კამბერბეჩის საერთო ფილმიდან პირველი კადრი გამოქვეყნდა


გააზიარე სტატია

ქართველი მსახიობის, მერაბ ნინიძისა და ბრიტანელი ვარსკვლავის, ბენედიქტ კამბერბეჩის საერთო ფილმიდან Ironbark პირველი კადრი გამოქვეყნდა.

ფილმი, რომელსაც 2020 წელს ვიხილავთ, ცივი ომის პერიოდზეა და ორი ჯაშუშის საინტერესო ისტორიას მოგვითხრობს.

აღსანიშნავია, რომ კარიერული თვალსაზრისით მერაბ ნინიძეს წელს ერთ-ერთი საუკეთესო წელი აქვს, რადგან დომინიკ კუკის ახალი ფილმის გარდა, მსახიობს  Homeland-ის ფინალურ სეზონშიც ვიხილავთ.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სატელევიზიო შოუს Homeland ფინალური, მერვე სეზონი 2020 წლის 9 თებერვალს გამოვა.

Showtime-ის სერიალში მერაბ ნინიძემ ერთხელ უკვე ითამაშა, როცა მეშვიდე სეზონის მეთერთმეტე სერიაში რუსული დაზვერვის აგენტის როლს ასრულებდა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.