fbpx

10 ქართული სტარტაპი, რომლებიც თუ აქამდე არ იცოდით, ამიერიდან შეგიყვარდებათ


გააზიარე სტატია

სტარტაპების ბუმი და შემოქმედებითად მოაზროვნე ადამიანების მცდელობები, წამოიწყონ საკუთარი საქმე, ნაცვლად იმისა, რომ  სხვების მიერ შექმნილ სამსახურებში იმუშაონ, არაერთ საინტერესო პროდუქტს ქმნის. 

საქართველოში, სადაც პატარა ბაზარი და ცოტა რესურსია, რიგ შემთხვევებში სტარტაპები ნაკლებად ინოვაციურები და ნაკლებად კრეატიულები არიან. ისეც ხდება, რომ რამდენიმე დამწყები მეწარმე დუბლირებულ პროდუქციას აწარმოებს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც  ხარისხით, პროდუქტის ფუნქციურობით, ანდაც კარგი დიზაინით და მოწოდების საინტერესო ფორმებით ცდილობენ მომხმარებლების გულის მოგებას. 

 

გთავაზობთ სტარტაპებს, რომლებიც, ვფიქრობთ, 2020 წლის დასაწყისში უნდა გაიცნოთ და შესაძლოა, შეიყვაროთ კიდეც. 

 

კოკორინა

 დროებითი ტატუს ნაკრებების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ, რომელთა ნაწილიც ძველი ქართული ორნამენტებიდან, კედლების მხატვრობებიდან და სხვა ეროვნული საგანძურის დეტალებიდან არის აღებული. ფერადი ან შავ-თეთრი ტატუ რამდენიმე დღეს ძლებს. 

 

საპო 

ბუნებრივი ინგრენდიენტებისგან ამზადებს საპნებს, რომლებიც, ძირითადად, ცხოველების ფორმისაა და რომლებსაც ხელნაკეთი წიგნები მოჰყვება საინტერესო ისტორიებით. საპო ბრიტანეთის საბჭოს საერთაშორისო კონკურსის,  Big Idea Chakkange-ს გამარჯვებულია 2019 წელს კრეატივის კატეგორიაში. 

 

ჩადე 

სიგარეტის კოლოფების შემაშინებელი წარწერების და გრაფიკული გამოსახულების ნაცვლად, სხვადასხვა დიზაინის მქონე ქაღალდის ჩასადები სიგარეტის კოლოფს საინტერესო ნივთად აქცევს და თქვენს განწყობასაც გააუმჯობესებს. ისე კი გახსოვდეთ, რაც “ჩადეს” შემქმნელებსაც ახსოვთ, სიგარეტის მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის. 

 

მე 

ჭრელზე ჭრელი, მოხატული, მოქარგული და ათასნაირად მორთული ჰუდები. 

 

 

Asteroid B612 

პოსტერები, ღია ბარათები, სტიკერები და ნაჭრის ჩანთები ლიმიტირებული რაოდენობით და სხვადასხვა არტისტთან თანამშრომლობით  უფრო იმ ადამიანებისთვის რეკომენდებული სტარტაპია, რომლებსაც სახასიათო საჩუქრების ჩუქება უყვართ სხვებისთვის და მის შესარჩევად ბევრი დრო იშვიათად აქვთ. 

 

ლილესი 

მოქარგული თეთრი, გახამებული საყელოები, რომელიც ჩვეულებრივ ტანსაცმელს სახასიათო სახეს მისცემს. 

 

ჟუჟუნა

იმ შემთხვევაში, თუკი “ლილესი” თქვენი პროდუქტი აღმოჩნდება, შეგვიძლია გირჩიოთ “ჟუჟუნა”, რომელიც ნაქარგ საყელოებს დამატებით არშიებსაც უკეთებს და საყელოების გარდა სხვა ხელით ნაქარგ პროდუქციასაც ქმნის. 

 

minimalist 

სადა, სწორხაზოვანი, ყოველდღიური ფეხსაცმელი ყველა სეზონისთვის. 

 

Me and Elvis 

მინიმალისტური, პრაქტიკული თანამედროვე ავეჯი, რომელთა ნაწილი ძველის რენოვაციის შედეგია, ნაწილი კი ორიგინალური დიზაინით შექმნილი პროდუქცია. 

 

 Sad man’s jokes Jewellery 

მოწყენილი კაცის ხელნაკეთი სამკაულებია, რომლებიც სხვა ბევრი სამკაულის სტარტაპისგან საინტერესო ფორმების მქონე ნამუშევრებით და ორიგინალური სახელით გამოირჩევა. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.