fbpx

იატაკქვეშა ბავშვთა ჰოსპიტლის შემქმნელ სირიელ ექიმს ევროპის საბჭოს ჯილდო გადასცეს


გააზიარე სტატია

სირიელ პედიატრს, ამანი ბალოურის, რომელიც 2012-2018 წლებში აღმოსავლეთ გოუტაში იატაკქვეშა ბავშვთა ჰოსპიტალს მართავდა და ამჟამად თურქეთში ლტოლვილის სტატუსით იმყოფება, სირიის ომის დროს ასობით ადამიანის გადარჩენაში გამოვლენილი გამბედაობის, სიმამაცისა და თავდადებისთვის ევროპის საბჭოს რაულ ველენბერგის პრიზი გადაეცა.

“ადამიანის უფლებები და პირადი ღირსება არაა მშვიდობის დროის კომფორტი. ექიმი ამანი ბალოური ემპათიის, სათნოებისა და ღირსების ბრწყინვალე ნიმუშია, რაც თავს ყველაზე ცუდ გარემოებებში – ომისა და ტანჯვის დროს იჩენს,” – განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა პეჩინოვიჩ ბურიჩმა.

“ახალგაზრდა პედიატრმა ბალოურმა, რომელსაც უნივერსიტეტი სულ ახალი დამთავრებული ჰქონდა, საქმიანობა მოხალისეობით დაიწყო და რამდენიმე წლის შემდეგ, 100-მდე თანამოაზრესთან ერთად, მშობლიურ ქალაქში, სირიის დედაქალაქის მახლობლად უკვე მიწისქვეშა ჰოსპიტალ “გამოქვაბულს” ხელმძღვანელობდა.”

“გამოქვაბული ალყაში მოქცეული ბევრი მოქალაქისთვის იმედისა და უსაფრთხოების შუქურად იქცა. აქ ექიმი ბალოური საკუთარი უსაფრთხოების რისკის ფასად ეხმარებოდა იმათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ბალოური და სხვები ყოველდღიურად შველოდნენ უამრავ ადამიანს, მათ შორის ბავშვებს, რომლებიც ქიმიური იარაღის ზემოქმედებისგან იტანჯებოდნენ,” –  განაცხადა გენერალურმა მდივანმა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.