fbpx

17 იანვარი დილიდან


გააზიარე სტატია

 

HBO-ს პროგრამირების დირექტორმა კეისი ბლოისმა განაცხადა, რომ GOT-ის სპინოფს 2022 წელს ვიხილავთ

მისივე განცხადებით, ყინულისა და ცეცხლის სიმღერის სერიის ავტორი ჯორჯ მარტინი და სცენარისტი რაიან კონდალი უკვე წერენ ახალი შოუს სცენარს: “ისინი ერთ ოთახში უკვე მუშაობენ ახალი ისტორიის შექმნაზე, რომლის ეკრანებზე ხილვაც, ჩემი ვარაუდით, 2022 წელს შეგვეძლება”. 

დრაკონების სახლი — ასე ერქმევა ახალ სერიალს, რომელიც Game of Thrones-ში აღწერილ სიუჟეტამდე 300 წლით ადრე განვითარებულ მოვლენებზე მოგვითხრობს. სერიალს ჯორჯ მარტინის წიგნის, Fire & Blood-ის მიხედვით იღებენ, რომელშიც ტარგარიენების საგვარეულო ისტორიას ვეცნობით.

წყარო: https://deadline.com

 

Instagram-მა დაფოტოშოპებულ გამოსახულებებთან ბრძოლა დაიწყო

 

დაფოტოშოპებული ფოტოები ამიერიდან ისე იქნება მონიშნული, როგორც ყალბი კონტენტი. ამასთან, გამოცემის ცნობით, პლატფორმა ასეთი ფოტოების სრულ ფორმატში ჩვენებას აღარ დაუშვებს. ისინი გამომქვეყნებლის პროფილზე ჩვეულებრივად გამოჩნდება, თუმცა როდესაც გამომწერები მის გახსნას მთლიან ეკრანზე შეეცდებიან, ისინი დამახინჯებული მასალის შესახებ გაფრთხილებას დაინახავენ.

წყარო: https://www.techradar.com

 

ამერიკელმა ბიზნესმენმა, გამომგონებელმა და ინვესტორმა ილონ მასკმა ბათუმში მდებარე „ალი და ნინოს” მოძრავი ქანდაკების ვიდეო მოიწონა.

სოციალურ ქსელ „ტვიტერში” რვაწამიანი რგოლი ერთ-ერთმა გვერდმა განათავსა. ამის შემდეგ ვიდეომ უკვე ამერიკელი მილიარდერის ყურადღება მიიქცია. ილონ მასკს „ტვიტერში” 30 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

 

ლუვრს მსოფლიო მუზეუმებს შორის 2019 წელს ყველაზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავდა

მუზეუმს გასულ წელს 9,6 მილიონი ადამიანი ესტუმრა, 2018 წელს კი 10 მილიონი. დამთვალიერებლების 400 ათასით შემცირება პარიზში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირდება.  2019 წელს მუზეუმის სტუმრების 25%-ს ფრანგები შეადგენდნენ. ძირითადად მუზეუმის დასათვალიერებლად ვიზიტორები აშშ-დან, ჩინეთიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან – ესპანეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან და ბრიტანეთიდან ჩავიდნენ.  

ლუვრის გარდა მსოფლიოს ყველაზე პოპულარული მუზეუმების ხუთეულშია: აშშ-ში, ვაშინგტონში მდებარე ისტორიის ნაციონალური მუზეუმი, ჩინეთის ნაციონალური მუზეუმი პეკინში, ასევე ვაშინგტონის ასტრონავტიკის მუზეუმი და ბრიტანეთის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმი ლონდონში. 

ლუვრში 300 ათასზე მეტი მსოფლიოში ცნობილი ექსპოზიციაა გამოფენილი. მათ შორისაა ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზა“. ლუვრში სულ 8 განყოფილებაა. ყველაზე ახალია ისლამური ხელოვნების განყოფილება, რომელიც 2012 წელს გაიხსნა. აქ გამოფენილია ისლამური კულტურის ნივთების ყველაზე დიდი კოლექცია ევროპაში. 

წყარო: https://blooloop.com/news/louvre-visitor-numbers-drop-overcrowding/

 

Sex Education-ის მეორე სეზონის თრეილირი გამოვიდა

ხვალ, 17 იანვარს, ნეტფლიქსზე პოპულარული სერიალის მეორე სეზონი დაიდება. სიუჟეტის ძირითადი ხაზი კვლავ მთავარი გმირის, ოტისის ირგვლივ განვითარდება, რომელსაც ერთდროულად აქვს პრობლემები დედასთან და მეგობარ გოგოებთან.

წყარო: https://www.youtube.com/

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში ფოლკლორის დარბაზი გაიხსნება

No photo description available.

 20 იანვარს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში ფოლკლორის დარბაზი გაიხსნება. სარესტავრაციო სამუშაოების მიმდინარეობისას აღმოჩნდა შენობის თანადროული (1912 წელი) უნიკალური კედლის მხატვრობა, რომელიც  სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულებმა აღადგინეს ნანა კუპრაშვილის ხელმძღვანელობით.

 ფოლკლორის დარბაზში თავს მოიყრის საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოძიებული ფოლკლორული ჩანაწერები. აქ განთავსდება ფონოჩანაწერები, დოკუმენტები, ფოტომასალა, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში ინახება. ასევე შეგროვდება ახალი მასალები. დარბაზში განთავსდება მუდმივი ექსპოზიცია. დაინტერესებული პირებისთვის კი მათთვის სასურველი დოკუმენტების და ჩანაწერების ციფრული ვერსიებიც იქნება ხელმისაწვდომი.

წყარო: https://www.facebook.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.