fbpx

20 იანვარი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

 

ფრანგმა დიზაინერმა ჟან პოლ გოტიემ უკანასკნელი შოუ დააანონსა.

გოტიეს თქმით,  22 იანვარს ვარიეტეს თეატრში საქმიანობის 50-წლისთავისადმი მიძღვნილი შოუ მის კარიერაში ბოლო იქნება. 

 

ილონ მასკი 2050 წლისთვის მარსზე მილიონი ადამიანის გაგზავნას გეგმავს 

spacex starship spaceship steel mars rocket illustration elon musk 4x3

SpaceX-ი ამჟამად მრავალჯერადი გამოყენების ხომალდ Dragon Crew-ს აშენებს, რაც მარსის კოლონიზაციის მასშტაბური გეგმის ნაწილს წარმოადგენს. ილონ მასკი ვარაუდობს, რომ 2050 წლისთვის დედამიწიდან მარსზე დღეში საშუალოდ სამი ხომალდი იფრენს. მასკს სურს, რომ Dragon Crew-ს ერთდროულად 100 ადამიანის და 100 ტონა ტვირთის გადატანა შეეძლოს.

წყარო: https://www.businessinsider.com/

 

 

 

 

დედოფალმა ელისაბედმა გადაწყვეტილება მიიღო და მეგანი და ჰარი სამეფო წოდებას ოფიციალურად ჩამოაშორა

Image result for Harry and Meghan drop royal duties and HRH titles

 ეს იმას ნიშნავს, წყვილს სამეფო ტიტულით აღარასოდეს მოიხსენიებენ. ასევე, მათ აღარ ჩაერიცხებათ თანხა სასახლის ბიუჯეტიდან. რაც მთავარია, ჰარის და მეგანს ბებიისთვის 3 მილიონი დოლარის დაბრუნება მოუწევთ. ეს ის თანხაა, რომელიც მათი სახლის გარემონტებისთვის დაიხარჯა. შეგახსენებთ, რომ მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ სულ ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ დამოუკიდებლად ცხოვრებას აპირებენ. მათ უარი თქვეს სამეფო ტიტულატურაზე და არჩი ჰარისონთან ერთად ჩრდილოეთ ამერიკაში გადასახლდნენ.

წყარო: https://www.bbc.com/

 

კიმ კარდაშიანის შესახებ დოკუმენტური ფილმი გამოვა

 “კიმ კარდაშიან ვესტი – სამართლის პროექტი” – ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს, რომელიც კიმ კარდაშიანის ავტორობითა და მონაწილეობით 5 აპრილს გამოვა. ვარსკვლავი ამ გზით ამერიკის მართლმსაჯულებაში არსებულ ხარვეზებს შეეხება და უსამართლოდ გამოტანილ განაჩენებს გააპროტესტებს. 

ორსაათიან დოკუმენტურ სიუჟეტში ის პირადად ეწვევა იმ პატიმრებს, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი, შეხვდება მათ ოჯახებსა და მეგობრებს, გაესაუბრება მათ ადვოკატებს და დაამტკიცებს, რომ ზოგი ადამიანი მეორე შანსს იმსახურებს. 

კიმმა დოკუმენტური ფილმის გადაღება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ელის მერი ჯონსონის ამბავი მოისმინა. 5 შვილის დედა, რომელსაც სამუდამო პატიმრობა კოკაინის გაყიდვისთვის ჰქონდა მისჯილი, 21 წლის შემდეგ შეიწყალეს. ცნობილია, რომ ტრამპმა ეს გადაწყვეტილება სწორედ კარდაშიანის შუამდგომლობით მიიღო. კიმის თქმით, ელისის დანაშაული ბევრმა გარემოებამ განაპირობა და მის მსგავსად, ცხოვრების ახლიდან დაწყების შანსს ბევრი სხვა პატიმარი იმსახურებს.

 

ემინემმა ახალი ალბომი გამოუშვა

“მუსიკა, რომელიც მოგკლავს” – ასე ჰქვია ემინემის მე-11 სტუდიურ ალბომს, რომელიც რეპერმა ყოველგვარი დაანონსების გარეშე გამოუშვა. ალბომის დიზაინისა და სახელწოდების ინსპირაცია ალფრედ ჰიჩკოკის 1958 წლის ჩანაწერი გახდა. ალბომთან ერთად გამოქვეყნდა პირველი მუსიკალური ვიდეოც სიმღერაზე Darkness. კლიპში ნაჩვენებია თვითმკვლელი ტერორისტის გზა, რომელიც კონცერტზე შეკრებილ ადამიანებს სასტუმროს ფანჯრიდან ესვრის. ემინემი ამ კადრებით იარაღთან დაკავშირებული კანონების სისუსტეს აპროტესტებს და მათ გამკაცრებას მოითხოვს. ალბომში სულ 20 ახალი სიმღერაა შესული.

 

სელინ დიონი დედის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში სცენაზე გავიდა

Céline Dion, Thérèse Dion

 მომღერლის დედა, ტერეზა, 17 იანვარს დაიღუპა, თუმცა დიონს ტურნეს ფარგლებში მაიამიში დაგეგმილი კონცერტი არ გააუქმებია და თაყვანისმცემლებს მომხდარის შესახებ შოუს მსვლელობისას გულახდილად ესაუბრა.   „დარწმუნებული ვარ, უკვე იცით, რომ დღეს დილით დედაჩემი მოკვდა. მაგრამ კარგად ვარ. დედა 92 წლის იყო, დიდი ხანი ავადმყოფობდა. ვიცოდით, რომ ჩვენთან დიდხანს არ დარჩებოდა. ორი დღის წინ მისმა მომვლელმა შეგვატყობინა, რომ მისი დრო იწურებოდა. გუშინ ჩემს დებთან და ძმებთან ერთად მონრეალში ვიყავი, საღამო დედის საწოლთან გავატარეთ. ისტორიებს ვყვებოდით, სიმღერებს ვმღეროდით და ერთმანეთს დავემშვიდობეთ“, – თქვა მომღერალმა. 

წყარო: https://www.eonline.com

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.