fbpx

კაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ლევან გელბახიანმა შვედეთის კინემატოგრაფიის მთავარი ჯილდო მიიღო


გააზიარე სტატია

ლევან აკინის ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” კაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის მსახიობ ლევან გელბახიანს შვედეთის კინემატოგრაფიის მთავარ დაჯილდოვებაზე (The Guldbagge Awards) პრიზი გადაეცა.

ფილმმა ასევე მიიღო მთავარი ჯილდო საუკეთესო ფილმის კატეგორიაში, ასევე პრიზები საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო სურათის კატეგორიაში.

“და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამაა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში შედგა.

შვედეთის The Guldbagge Awards, შვედეთის მთავარი კინოდაჯილდოებაა, რომელსაც შვედეთის ფილმის ინსტიტუტი 1964 წლიდან ატარებს. აღნიშნული ჯილდოს პირველი ლაურეატი იყო ცნობილი შვედი რეჟისორი ინგმარ ბერგმანი ფილმისთვის “სიჩუმე”.

1,586 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.