fbpx

“ნეტფლიქსზე” დევიდ ლინჩის ახალი ფილმი გამოვიდა, რომელშიც მაიმუნის დაკითხვის მოწმე ვხდებით


გააზიარე სტატია



თავის 74-ე დაბადების დღეზე დევიდ ლინჩმა ფანებს საჩუქრად მიუძღვნა გამორჩეული და სახალისო, 17-წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმი What Did Jack Do? (რა ჩაიდინა ჯეკმა?), რომლის დებიუტიც “ნეტფლიქსზე” ერთწინადადებიანი სინოფსისით შედგა: “დახურულ სარკინიგზო სადგურში სისხლის სამართლის მკვლელობის  გამომძიებელი ნაწამები მაიმუნის დაკითხვას აწარმოებს.”

წარსულის კლასიკური და თავად ლინჩის 1977 წელს გადაღებული, Eraserhead სადებიუტო ფილმის მსგავსი მარცვლოვანი გამოსახულებით –  ეს ფილმი წარმოგვიდგენს თავად ლინჩს დეტექტივის როლში, რომელიც “ჯეკს” ჰკითხავს მკვლელობის თაობაზე ტიპურ ბნელ, უფანჯრო დაკითხვის ოთახში. მთელი ოინი კი იმაში მდგომარეობს, რომ ჯეკი კოსტიუმში გამოწყობილი მაიმუნია, რომელიც რეალურად ლაპარაკობს.

როგორც ლინჩისგან მოსალოდნელია, ეს სანახაობა საკმაოდ უცნაური და ამაღელვებელი, მაგრამ ამავდროულად სასაცილოცაა, ნებით თუ უნებლიეთ.

ამ უცნაურ ფილმს “ნეტფლიქსი” კრიმინალური დრამის კატეგორიაში ათავსებს, მაგრამ სინამდვილეში სიტყვიერად მისი ადეკვატურად გადმოცემა შეუძლებელია და  განცდა საუკეთესოდ არასინოფსისური ფორმითაა შესაძლებელი. მარტი ლუთერ ჯუნიორის დღეს ეს ნამდვილად იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე უცნაური რამ, რის ნახვასაც დასვენებისას შეძლებდნენ. 

მაიმუნის ხმად ტიტრებში “ჯეკ კრუზია” მოხსენიებული, თუმცა არაა ცნობილი, თუ ვინ არის ის რეალურად. აქვე გვხვდება ოფიციანტი ქალი (ემილი სტოფლი), რომელიც კადრში რამდენიმე წამით ჩნდება.

“რა ჩაიდინა ჯეკმა?” რამდენჯერმეა სანახავი, ფილმისგან აზრის გამოსატანად ან უბრალოდ იმისთვის, რომ კარგად დატკბეთ სიურეალისტური ნამუშევრით. (ამბავი შეიძლება მოიცავდეს ქათამს, სახელად “ტოოტოტაბუნ”. კლასიკური ლინჩი.) 

2019 წელს ლინჩმა მიიღო კინოაკადემიის საპატიო ჯილდო, რომელიც მისი პირველი ოსკარია, შთამბეჭდავი რეზიუმეს მიუხედავად. 

ლინჩის ერთ-ერთი დიდი პროექტი იყო “ტვინ პიქსის” სერიალის გაგრძელება, რომელიც 2017 წელს გამოვიდა და კრიტიკოსების აღიარება მოიპოვა.  სერიალი 18 ეპიზოდისგან შედგებოდა და 2017 წლის სექტემბერში ორნაწილიანი ფინალით დასრულდა. გამოითქვა ვარაუდები იმასთან დაკავშირებით, გამოვიდოდა თუ არა “ტვინ პიქსის” ახალი სეზონი. იმის მიუხედავად, რომ ლინჩმა არ უარყო ამის შესაძლებლობა, მან განაცხადა: თუ ასეთი რამ მოხდა, ეს იქნებოდა სერიალის მეოთხე სეზონი, რომელსაც 2021 წლამდე არ უნდა ველოდოთ.

ამასობაში კი What Did Jack Do? შეგიძლიათ “ნეტფლიქსზე” იხილოთ.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.