21 იანვარი დილიდან
2019 წელს რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა
ამერიკის ეროვნული კოსმოსური სააგენტოს, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციისა და ოკეანეებისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, 2019 წელს დეკადის მეორე, ყველაზე ცხელი წელიწადის სტატუსი მიენიჭა. გარდა დეკადის მაჩვენებლისა, გასული წელი აქამდე აღრიცხულ წლებს შორის ტემპერატურის მაჩვენებლით ასევე მეორე ადგილს იკავებს.
წყარო: https://www.popsci.com/
ქართული ჯგუფი MokuMoku გერმანიის ქალაქ შტუტგარტში კონცერტს გამართავს.
ორგანიზატორთა ცნობით, კონცერტი WagenHallen-ში გაიმართება. მუსიკოსები შეასრულებენ სხვადასხვა კომპოზიციას თავიანთი ბოლო ალბომიდან “Feast”.
თურქეთში “შუშანიკის წამების” თურქულენოვანი თარგმანი გამოიცა
მთარგმნელი ფარნა-ბექა ჭილაშვილია, თურქეთში მცხოვრები ქართველი ლიტერატორი და მკვლევარი. გარდა „შუშანიკის წამებისა“, ფარნა-ბექა ჭილაშვილს ქართულიდან თურქულად თარგმნილი აქვს ოთარ ჭილაძის, ნაირა გელაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, ერლომ ახვლედიანის, ნოდარ დუმბაძის, ჯემალ ქარჩხაძის, დათო ტურაშვილის, ირაკლი კაკაბაძის და სხვა ქართველი ავტორების ნაწარმოებები.
წყარო: https://batumelebi.netgazeti.ge
Netflix პრინც ჰარისა და მეგან მარკლთან თანამშრომლობით დაინტერესდა
წყვილი, რომელმაც სამეფო ოჯახის წევრის სტატუსზე ცოტა ხნის წინ უარი თქვა, შესაძლოა, სერიალ „გვირგვინში“ გადაიღონ. ისტორიული დრამა ელიზაბეტ მეორის მმართველობას ასახავს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ სასექსის ყოფილმა ჰერცოგენიამ კომპანია Disney-სთან გააფორმა კონტრაქტი. მეგან მარკლი ანიმაციურ პერსონაჟებს გაახმოვანებს.
წყარო: https://deadline.com/
ამერიკელი მუსიკოსი დევიდ ოლნი 71 წლის ასაკში ფლორიდაში, კონცერტის მიმდინარეობისას, გულის შეტევით გარდაიცვალა.
ფოლკ მუსიკოსმა დევიდ ოლნიმ მუსიკალური კარიერა 1971 წელს ჯგუფ Simpson-ში მოღვაწეობით დაიწყო და კარიერის განმავლობაში 28 სოლო სტუდიური ალბომი გამოსცა.
წყარო: https://edition.cnn.com/
Toyota მფრინავი ტაქსის პროექტში 349 მილიონი დოლარის ინვესტიციას დებს
Toyota კომპანია Joby Aviation-ის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრაქტორია. სტარტაპმა სხვადასხვა ინვესტორიდან საერთო ჯამში 590 მილიონი დოლარის მოზიდვა შეძლო. თანამშრომლობის ფარგლებში Toyota Motor Corporation-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი სიგეკი ტომოიამა Joby Aviation-ის დირექტორთა საბჭოში ადგილს დაიკავებს.
წყარო: https://www.forbes.com/