fbpx

70/80-იანების ლეგენდარული ფართი ბარ “მეობაში” – ფოტორეპორტაჟი


გააზიარე სტატია

ტექსტი: ალექსანდრე ბაგრატიონი
ფოტო: ლია მოროზოვა, სერა ძნელაძე, ალექსანდრე ბაგრატიონი

ახალი წლის მესამე კვირა დღე.
“მეობას” მეგობრები და წევრები.

ჩვენ ნახევრად თავისუფლებაში დაბადებული და ქაოსში გაზრდილი თაობა ვართ. საბჭოთა მარწუხები არ გვახსოვს, ომები – კიბატონო. ჩვენთვის საბჭოთა კავშირი მხოლოდ ვიზუალურ ესთეტიკადაა დარჩენილი, მისი ბოროტება კი უფრო პოსტ ფაქტუმ შედეგად ვიწვნიეთ.

გვახსოვს მიხაკები, განიერმხრებიანი პიჯაკები და ლიპები – ვაფშე ყველგან, მგონი ტრუსიკებშიც კი ლიპები იყო ჩადგმული.
სუფრაზე ბევრი შავი ხიზილალა, ქარხნის ცუდი ღვინო, მოხარშული დედალი, ქაღალდგადაკრული უზარმაზარი მაგიდები და მუზიკანტების დასტაც შემორჩა მეხსიერებას.

როგორც გითხარით, მხოლოდ ვიზუალი და უდარდელობა შემორჩა თავს.
ალბათ ამიტომ უკვე მეორე წელია რაც ძალა და ღონე გვაქვს თავზე ვიმხობთ 70-80-იანების ფართიზე.

ბარმა “მეობამ” ამჯერად ასზე მეტი ნოსტალგიამოზღვავებული სტუმარი დაიტია, რის ფოტორეპორტაჟსაც აქვე გთავაზობთ.

13,092 total views, 2 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.