fbpx

ახლად აღმოჩენილმა მეთოდმა შესაძლოა პროსტატის, მკერდის, ფილტვებისა და სხვა სახის კიბო დაამარცხოს – BBC


გააზიარე სტატია

კარდიფის უნივერსიტეტის თანამშრომლემა აღმოაჩინეს მეთოდი, რომლითაც ლაბორატორიულ პირობებში მოხერხდა პროსტატის, მკერდის, ფილტვებისა და სხვა სახის კიბოს დამარცხება.

Nature Immunology-ს მიხედვით აღმოჩენები პაციენტებზე ჯერ არ გამოუცდიათ, მაგრამ მკვლევრები დიდ იმედებს ამყარებენ.  BBC-ს ინფორმაციით, მეცნიერები ცდილობდნენ აღმოეჩინათ „უჩვეულო“ ხერხი, რომლითაც იმუნური სისტემა კიბოს შეებრძოლებოდა. ექსპერიმენტებმა სისხლში გამოავლინა იმუნური T-უჯრედი, რომელსაც შეუძლია ბუნებრივად შეებრძოლოს სიმსივნურ წანაზარდების სხვადასხვა ფორმებს. Nature Immunology-ს ინფორმაციით, T-უჯრედების რეცეპტორებს შეუძლიათ კიბოს უჯრედების მრავალი ტიპის განადგურება ისე, რომ ეს  ჯანმრთელ ობიექტებს არ დააზიანებს.

T-უჯრედებით საშუალებით კიბოსთან ბრძოლა აქამდეც ხორციელდებოდა. CAR-T ამის ერთ-ერთი ცნობილი მაგალითია, რომელიც გენეტიკური ინჟინერიის დახმარებით ასწავლის T-უჯრედს მოძებნოს და გაანადგუროს კიბოს უჯრედები. CAR-T-ის დახმარებით ზოგიერთ პაციენტს საბოლოო რემისია შეიძლება დაუდგინდეს თუმცა, ეს მიდგომა ძალიან სპეციფიკურია – მხოლოდ მაშინ მუშაობს როცა T-უჯრედის სამიზნე კარგადაა განსაზღვრული.

BBC-ს ინფორმაციით პაციენტისგან აღებული სისხლით მიიღებენ T-უჯრედს, რის შემდეგაც მოხდება მისი გენეტიკური მოდიფიცრება კიბოს აღმოჩენისთვის; მოდიფიცირებულ უჯრედებს კი სპეციალურ ლაბორატორიებში გაამრავლებენ, თუმცა ამ მეთოდით ადამიანების მკურნალობამდე ჯერ კიდევ დიდი რაოდენობით ტესტების ჩატარებაა საჭირო.

ლუჩა მორი და ჯენარო დე ლიბერო ბაზელის უნივერსიტეტიდან აცხადებენ, რომ კვლევას „დიდი პოტენციალი“ აქვს. მანჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორმა დენიელ დეივისის სიტყვებით კი კვლევა ჯერ კიდევ ძალიან საწყის ეტაპზეა და ადამიანებისთვის ნამდვილი პრეპარატის შექმნამდე ჯერ კიდევ შორი გზაა გასავლელი.

 

ორიგინალი: https://www.bbc.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.