fbpx

22 იანვარი დილიდან


გააზიარე სტატია

 

 

მადონამ მსოფლიო ტურნე Madame X-ის ფარგლებში კიდევ ერთი კონცერტი გააუქმა

კონცერტი ლისაბონში უნდა გამართულიყო, მისი გაუქმების შესახებ კი წარმოდგენის დაწყებამდე 45 წუთით ადრე გახდა ცნობილი.  „სამწუხაროდ, გაცნობებთ, რომ მადონა დღეს საღამოს გამოსვლას ვერ შეძლებს”, – წერია განცხადებაში, რომელიც ბილეთის მფლობელებმა მიიღეს. 

„ძალიან სამწუხაროა, რომ იძულებული ვარ, დღეს საღამოს კონცერტი გავაუქმო, თუმცა ჩემს სხეულს უნდა მოვუსმინო და დავისვენო”, – დაწერა 61 წლის მომღერალმა Instagram-ზე. 

ეს უკვე მერვე კონცერტია, რომელიც საგასტროლო ტურნეს ფარგლებში მადონამ გააუქმა. მიმდინარე ტურნე მომღერლის მე-14 სტუდიურ ალბომს ეძღვნება.

წყარო: https://edition.cnn.com/

 

ოზი ოსბორნს პარკინსონის დიაგნოზი დაუდგინეს

Image result for Ozzy Osbourne reveals he has Parkinson's disease

ამის შესახებ მუსიკოსის ცოლმა შერონმა განაცხადა. შერონის თქმით, ექიმების დასკვნით ოსბორნს პარკინსონის დაავადების მეორე სტადია აქვს. ბოლო კონცერტი ოსბორნმა 2019 წელს, ახალი წლის დღეებში გამართა. ამის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ახლა ის საკუთარ სახლში იმყოფება და მკურნალობს.

წყარო: https://edition.cnn.com

 

“შაქრო ბაბუაში” წიგნის – “ეროსიდან ეროტიზმამდე” პრეზენტაცია გაიმართება

Image may contain: 1 person

22 იანვარს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზიაში „შაქრო ბაბუა“ ნონა კუპრეიშვილის ახალი წიგნის – „ეროსიდან ეროტიზმამდე“ (ეროტიკული მოტივები ქართულ მწერლობაში) პრეზენტაცია გაიმართება.

 ნონა კუპრეიშვილის წიგნში, რომელიც ქართულ ლიტერატურაში ასახული ეროტიზმის გააზრების ერთ-ერთი პირველი ცდაა, მკითხველს საშუალება ექნება ქართული მწერლობის ისტორიის გარკვეულ პერიოდში თვალი მიადევნოს წითელ ხაზად, ერთგვარ ლაიტმოტივად გავლებული ეროთემის განვითარებას. ამ ჭრილში კი არაერთი კარგად ნაცნობი ტექსტიც და ავტორიც განსხვავებული რაკურსით წარმოგვიდგება, მაგალითად: ალექსანდრე ყაზბეგი, გრიგოლ რობაქიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, ცისფერყანწელები, რომ არაფერი ვთქვათ რუსთაველზე, გურამიშვილსა და ბარათაშვილზე.

წყარო: https://www.facebook.com

 

“1990-იანი წლები, როგორც თანამედროვე ქართული ტექსტის შთაგონება.

Image may contain: 2 people, text

მხატვრული პროზა დოკუმენტურის ზღვარზე”  – ნესტან ნენე კვინიკაძე და ანა ძიაპშიპა ლიტერატურულ საუბრებს უმასპინძლებენ.  ხუთშაბათს, 24 იანვარს, 19:00 საათზე მკითხველს შეხვდებიან  და თემაზე – ,,1990-იანი წლები, როგორც თანამედროვე ქართული ტექსტის შთაგონება. მხატვრული პროზა დოკუმენტურის ზღვარზე” – ისაუბრებენ ნესტან ნენე კვინიკაძე და ანა ძიაპშიპა. შეხვედრაზე ასევე გაიმართება ნენე კვინიკაძის ახალი წიგნის განხილვა. 

წყარო: https://www.facebook.com/

 

Microsoft-მა სატელევიზიო რეკლამების გადაღება დაიწყო 

პირველი სატელევიზიო ვიდეო მისი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და პოპულარული პლატფორმის –  Microsoft Teams-ის რეკლამაა. სარეკლამო ვიდეო შეერთებული შტატების საფეხბურთო ლიგის (NFL), ფლეიოფის სერიის ტრანსლირებისას იტრიალებს. თებერვლიდან რეკლამა ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ტელევიზიებშიც გამოჩნდება. 

წყარო: https://www.youtube.com/

 

Louis Vuitton-მა მსოფლიოში ყველაზე დიდი დაუმუშავებელი ალმასი პარიზის მაღაზიაში გამოფინა

Sewelo diamond, the world's second-largest diamond

Louis Vuitton-მა, რომელმაც გასულ წელს ნიუ-იორკში დაფუძნებული საიუველირო – Tiffany შეიძინა, ალმასი გასულ კვირას შეისყიდა. ალმასის ჩვენება პარიზის მოდის კვირეულის პარალელურად გაიმართა, სადაც მოდის ბრენდები უმაღლესი დონის სამოსსა და სამკაულებს წარადგენენ.  1758-კარატიანი ალმასი 2019 წელს ბოცვანაში იპოვეს. 

წყარო: https://www.dw.com/

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.