რა უნდა ვიცოდეთ პოლიციასთან კონტაქტის დროს – EMC-ს ახალი ონლაინ ბროშურა
გააზიარე სტატია
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) გამოაქვეყნა ელექტრონული ბროშურა “რა უნდა ვიცოდეთ პოლიციასთან კონტაქტის დროს”. დოკუმენტი დაგეხმარებათ ადვილად გაერკვეთ თუ რისი უფლება გაქვთ და რა შეგიძლიათ მოითხოვოთ პოლიციასთან შეხების დროს – იქნება ეს ადმინისტრაციული დაკავება, ნარკოტესტირება თუ დაკითხვა.
უფლებრივ საკითხებთან ერთად, ბროშურაში მითითებულია საკონტაქტო ინფორმაცია იმ სახელმწიფო ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესახებ, რომლებთანაც შესაძლებელია დაკავშირება იმ შემთხვევაში, თუკი პირი მიიჩნევს რომ, პოლიციამ მასთან ურთიერთობის დროს არ დაიცვა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები.
ბროშურის ნახვა მოცემულ ბმულზეა შესაძლებელი.
820 total views, 1 views today